"სასმელ წყალს ღელედან, სათლებით ვეზიდებით ყოველ დღე"
11:23 / 12.10.2019
შიდა გზები, სასმელი და სარწყავი წყალი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა - ახალციხის არაერთი სოფლის მსგავსად, ეს პრობლემები ეთნიკური სომხებით დასახლებულ წირასაც აწუხებს.
ახალციხიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელში, ქეთო ჯანაშვილი ცხოვრობს. პენსიონერი ქალის თქმით, წირელებს წლებია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ. მის გარდა, იგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაზეც წუხს.
„მე და ჩემს მეუღლეს წამლები ყოველ დღე გვჭირდება. ქალაქიდან არც ისე შორს ცხოვრობთ, მაგრამ ახალციხეში ჩასვლას ხშირად ვერ ვახერხებთ, რადგან, არც საკუთარი ავტომობილი გვყავს და არც ტრანსპორტი მოდის სოფელში“,- გვიყვება ქეთო.
პენსიონერი ქალის მსგავსად, ავტობუსის გარეშე დარჩენილ სოფელზე წუხს ლევონ აბრამიანიც. 45 წლის მამაკაცის თქმით, წირელებისთვის მთავარ პრობლემად მაინც სასმელი და სარწყავი წყალი რჩება.
„რაც მახსოვს ჩვენს სოფელს წყლის თემა ყოველთვის აწუხებდა. გაზაფხულობით წვიმის იმედზე ვართ, რომ მოსავალი არ გაგვიფუჭდეს. სასმელ წყალს ღელედან, სათლებით ვეზიდებით ყოველ დღე“.
„ხალხს ძალიან გვიჭირს, საწვავიც გაძვირდა. ქალაქში ორი ტომარა კარტოფილის გაყიდვა რომ მინდოდეს, საწვავში მჭირდება მხოლოდ აღებული თანხა. ამ გაზაფხულზე წვიმაც არ მოვიდა, მოსავალიც ამის გამო გაგვიფუჭდა“, - გვითხრა 72 წლის საქო მალთოსიანმა, რომელიც სოფლის ცენტრთან ცხოვრობს. წირაში კმაყოფილი არც შიდა ინფრასტრუქტურის მდგომარეობით არიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ ამორტიზებული გზების პრობლემა წელსვე გადაიჭრება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელს 16 000 ლარი ერგო, ამდენივე დაამატა ახალციხის მერიამ, თანხით კი გზების მოწყობა გადაწყდა.
„2020 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია ცენტრალური გზის მოწყობა სოფელ წყრუთიდან წირამდე. სკოლას რაც შეეხება, მუნიციპალიტეტი მოსწავლეებს ტრანსპორტის პრობლემას უგვარებს“, - განაცხადა „მეცხრე არხთან“ მერიის პრესსამსახურმა.
სასმელ და სარწყავ წყალზე, თვითმმართველობას წირელებისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ აქვს. მერიაში ვერ ამბობენ, როდის მოგვარდება სოფლის მთავარი პრობლემა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ თემაზე მუშაობენ. მოსახლეობა კი წუხს, რომ წყლის გარეშე ისედაც ღარიბი სოფელი უფრო და უფრო ღარიბდება, რადგან წირელების შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწათმოქმედებაა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.