სოფლის ამბები
ძველი და ახალი თაობა დიდი პამაჯიდან
დიდი პამაჯი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1 120მეტრზე მდებარეობს. სოფელი ახალციხიდან 11 კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით ირჩენს.

დიდი პამაჯის ცენტრში, ძველი თაობის მოხუცებთან ერთად მომავალ თაობას მხოლოდ წელიწადის ამ დროს შეხვდებით.

ცისფერთვალა ბაბუ დიდი პამაჯიდან, სოფლის მთავარ პრობლემად უმუშევრობას და მიგრაციას მიიჩნევს. 

ადგილობრივი ქალი კაკლით დატვირთული ტომარას მარტო უმკლავდება, რადგან კაცების გარეშე დარჩენილ სოფელში მძიმე საქმის კეთებაც მათ უწევთ.

სოფელში დარჩენილი მამაკაცები ძირითადად შემოდგმის საქმეებით არიან დაკავებული.

სკოლის მოსწავლე, რომელიც გაკვეთილებს ეზოში სწავლობს.

დიდი პამაჯის ახალი თაობა, თუმცა სტატისტიკის მიხედვით შობადობა, მაინც ვერ აჭარბებს სიკვდილიანობას.

ჯერ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, თუმცა ფოტოაპარატის მიმართ ინტერესი უკვე გამოიჩინა.

დიდი პამაჯის "იმედი და მომავალი" სათამაშოებთან და საწოვარასთან ერთად. ახალგაზრდა ოჯახი პატარასთან ერთად მიწის ნაკვეთიდან სახლში მიეშურება.

ვიდრე პატარები გაიზრდებიან, სოფელი ნელ-ნელა იცლება. მოხუცები იმედოვნებენ, რომ დაკეტილ სახლებს პატრონები მალე დაუბრუნდებიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფლიდან 70-ზე მეტი ოჯახია გასული.
| Print |