სოფლის ამბები
"ახალგაზრდებს სოფელი, ძროხები და რთული ცხოვრება არ უნდათ“,- სოფელ წყალთბილას მოსახლეობა
წყალთბილა ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე მდებარეობს და მისი მოსახლეობის 99%-ს ეთნიკურად სომხები წარმოადგენენ. სოფლის მაცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

87 წლის ხაჩიკ ბაბაჯანიანი წყალთბილას შესასვლელში შეგვხვდა. პენსიონერი მამაკაცი სოფლის ისტორიას მოგვიყვა და ისიც აგვიხსნა, თუ რატომ დაარქვეს სოფელს ეს სახელი. როგორც აღმოჩნდა სოფლის ცენტრში მინერალური, თბილი წყალი, წლებია მოედინება.

„წყალი, რომელიც ჩვენს სოფელს აქვს სამკურნალოა. თვალების ტკივილის დროს სახეს მინერალური წყლით ვიბან. ყველა წამალს სჯობს. რაც შეეხება სოფელში ცხოვრებას - ტყე ახლოს გვაქვს, ბილეთებს ვიღებთ, შეშა მოგვაქვს და ზამთარს მომზადებული ვხვდებით“.

პენსიონერი მამაკაცი გვიყვება, რომ სოფელში უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მიგრაციის საკითხი მთავარ გამოწვევად რჩება. 2002-დან 2014 წლამდე, სოფელი 664-მა ადგილობრივმა დატოვა.

„ახალგაზრდები წასულები არიან, ჩემი შვილებიც რუსეთში ცხოვრობენ. რომ დავრეკო და ჩამოსვლა ვთხოვო, მაინც არ ჩამოვლენ, რადგან აქ ისეთი სამუშაო არ არის, რაც მათ უნდათ. საქმე იმაშია, რომ სოფლის მეურნეობა, ძროხებთან შეხება და რთული ცხოვრება არ უნდათ“, - გვითხრეს სოფელში.

მოსახლეობა ამბობს, რომ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ წასვლა უკვე ჩვევად ექცათ, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩასულებს ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ.

„სომხეთში წლები ვიცხოვრე, იქ დავოჯახდი კიდეც. სოფელში დაბრუნებაზე სულ ვფიქრობდი. 90-იან წლებში, ყარაბაღის ომის დროს იძულებული ვიყავი რუსეთში წავსულიყავი. რუსეთიდან წყალთბილაში ხშირად მოვდივარ. ბოლო პერიოდში ჩვენი სოფელი ძალიან შეიცვალა. უკვე ყველაფერი გვაქვს გზა, განათება, გაზი“,- გვიყვება 63 წლის ვლადიმერ მოსიკიანი.

მიგრაციაზე წუხს ოლგა მოსიკიანიც. 63 წლის ქალი სოფლის მთავარ პრობლემაზე, მიწების დამუშავებაზე საუბრობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიწები გვაქვს, მაინც ვერ ვამუშავებთ. სახლში შვილები არ გვყავს, რომ მოვიხმაროთ. მარტო მოხუცები ვერაფერს გავაკეთებთ. ყველაზე კარგი გამოსავალი პენსიების გაზრდაა“.

პენსიონერი ქალი წლევანდელ მოსავალზეც ჩივის. ამბობს, რომ კაკალი ბევრი ჰქონდათ. რაც შეეხება კარტოფილს, ოლგა არც თუ ისე კმაყოფილია. მიზეზად სარწყავი წყლის სიმცირეს ასახელებს. მას ეთანხმებიან თანასოფლელებიც.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ წყალთბილას სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარებული აქვს.

„შარშან აქ სატუმბი სადგური აშენდა, გარდა ამისა, ბუნებრივი სარწყავიც აქვთ. ამიტომ ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს“.

თვითმმართველობის პოზიციის მიუხედავად, წყალთბილელები ირწმუნებიან, რომ სარწყავი წყალი სოფლის მეურნეობის განვითარებაში დიდი დაბრკოლებაა. ისინი ბუნებრივი პირობების იმედად რჩებიან.

„სარწყავი არ გვაქვს საკმარისი. მოსავალი მხოლოდ წვიმის წყლით არ მოვა“, - გვითხრეს სოფელში.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
ასპინძა 16 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 20 °C
img
თბილისი 22 °C
img
აბასთუმანი 13 °C
img
ბაკურიანი 13 °C
img
ნინოწმინდა 15 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4626
RUB
RUB
100
4.4772
TRY
TRY
1
0.4572
USD
USD
1
3.1172
AMD
AMD
1000
6.4554
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.