დღის ფრაზა
უარესი ხოლერით ვართ ავად - ვაჟა-ფშაველა
,,საკვირველი უფრო ისაა, რომ ჩვენ ცხოვრებაში სხვა ხოლერაცა ბუდობს, უფრო სასტიკი, უფრო მავნებელი. ნეტავი ერთ დღეს ამ ხოლერამაც ისე ააყაყანოს ხალხი, როგორც ეს ბაცილა - ბაქტერიების დედა აყაყანებს ქვეყანას ამ სამი-ოთხი თვის განმავლობაში.
......

აბა გადავავლოთ ჩვენ მხარეს თვალი, აბა კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარ საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ ვუპოვნეთ ვერ საიდამ წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა, ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავსთ. ეს ისეთი ხოლერაა, განა ორი ათასში ათასს მოჰკლავს და ათასი გადარჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს.
.......

გაზეთებმაც დროა პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრონ თვალი, იმ ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდან... აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისგან განადგურებულს მიწაზე“, - წერს ვაჟა-ფშაველა.

ვაჟა- ფშაველა ,,ფიქრები ხოლერის გამო“ 1892 წ.


P.S. „მეორე ხოლერაში“ ვაჟა-ფშაველა გულისხმობს რუსეთის ცარისტულ რეჟიმს - ,,რომელიც მკვდრებს ამრავლებს" და რომლისგანაც ქვეყანა 1918 წელს მხოლოდ სამი წლით განიკურნა.


| Print |