სოფლის ამბები
,,კრასნოიარსკის ჟურნალში ეწერა ჯერ კიდევ 2003 წელს, ამ ვირუსის შესახებ" - ჯავახეთის მოსახლეობა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი ახალქალაქის სოფელ აბულში ცხოვრობდა. 86 წლის მამაკაცი მშობლიურ სოფელში, კლინიკიდან გადმოსვენებისთანავე, 30 ივნისს, დაკრძალეს. პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში 14 ივნისს შეიყვანეს.

მკურნალი ექიმების თქმით, მამაკაცი პირველივე დღიდან მძიმე მდგომარეობაში იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას გულისა და თირკმლის უკმარისობა და სხვა ბევრი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. გარდაცვლილი მამაკაცი მეუღლესთან ერთად საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა.

კორონავირუსი პაციენტთან უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი ჯავახეთში უკვე არსებობს, ადგილობრივების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ დაავადება ბიზნესის წყაროა, ხელოვნურად არის შექმნილი და მისი ვაქცინაც უკვე არსებობს.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |