„ჩემი ვაჟი სახლში ვერ ბრუნდება, იქ უმუშევრობაა, აქ კი სიღარიბე“, - სათხეს მკვიდრი
12:22 / 15.01.2021
სოფელი სათხე, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქიდან 6 კილომეტრითაა დაშორებული. მოსახლეობის 99.6% ეთნიური სომეხია. სოფელი ძირითადად მეკარტოფილეობასა და მესაქონლეობას მისდევს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეს მოსახლეობის პრობლემები ჯავახეთის სხვა სოფლებში არსებული პრობლემების იდენტურია. ადგილობრივები ჩივიან, რომ არ არის სამუშაო ადგილები, საზღვრების ჩაკეტვამ კი მათი შემოსავალი მნისვნელოვნად შეამცირა. არ აქვთ საკმარისი სასმელი წყალი და მოწესრიგებული გზა. გარდა ამისა, მოსახლეობა ახალგაზრდებისთვის სპორტულ დარბაზს წლებია ითხოვს.
სოფელში შიდა საავტომობილო გზა ამორტიზებულია. ადგილობრივები მის მოასფალტებას წლებია ითხოვენ, თუმცა გზის მოსაწესრიგებლად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საჭირო თანხები ამ დრომდე ვერ გამოიყო.
„სათხეში გზა დაზიანებულია და მოასფალტებაა საჭირო. ყოველ წელს გვპირდებიან, მაგრამ დღესაც გასაკეთებელია“, - ჩივის ადგილობრივი. სოფელში პრობლემაა სასმელი წყალიც. საკითხი უფრო მეტად ზამთარში აქტიურდება, მაშინ, როდესაც მკაცრი კლიმატური პირობების გამო სისტემა იყინება. ადგილობრივების თქმით, ახალი ქსელის შემოყვანა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები ვეღარ გაგრძელდა.
„დროდადრო არ გვაქვს წყალი. ხან მოდის, ხან წყდება. დაიწყეს წყლის შემოყვანა და ზამთრის გამო, სამუშაოები შეჩერდა“, - ამბობს ადგილობრივი მჰერ ღუკასიანი.
სათხეს მაცხოვრებლები ახალგაზრდებისთვის სპორტდარბაზის მოწყობას ითხოვენ. მათი თქმით, ახალ თაობას არანაირი გასართობი საშულება არ აქვთ, გარდა ინტერნეტისა, რის გამოც მხოლოდ ტელეფონებზე და კომპიუტერებზე არიან „მიჯაჭვულები". იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და სხვა უფრო სასარგებლო ინტერესი გაუჩნდეთ, ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან შესაბამის მხარდაჭერას ითხოვენ.
ჯავახეთის სხვა სოფლების მსგავსად, სათხეშიც დასაქმების პრობლემა აქტუალურია. ადგილობრივების ძირითადი შემოსავალი მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე გამომუშავებული თანხა იყო, რომელშიც სათხეს თითქმის ყველა ოჯახის წევრი იყო ჩართული.
„ ხოფანში“ ჩემი ვაჟია წასული და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სახლში ვერ ბრუნდება. მეც ვშიმშილობ და ჩემ ბიჭსაც რუსეთში სამსახური არ აქვს, რომ ორი კაპიკი გამომიგზავნოს“, - ამბობს ზარინე ანანიკიანი.
სათხეს მოქალაქეები ასევე ჩივიან პროდუქტისა და მედიკამენტების სიძვირეზე. ამბობენ რომ გასავალი დიდია, შემოსავალი კი მინიმალური. „სოფელში არიან ადამიანები, ვინც 10 ჰექტარს ამუშავებს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისაც ერთი ჰექტარი მიწაც კი არ აქვთ რომ თავი რამენაირად გაიტანონ. არც სამუშაოა და არც ფული, სრული გაჭირვებაა“, - ამბობს ელენა კობალიანი.
ნინოწმინდის მერია სათხეში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. ქალაქის მერის წარმომადგენელი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ სოფლის პრობლემების შესახებ იცის, თუმცა მისი მოგვარება გლობალურ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ანდრანიკ წარუკიანის თქმით, სანამ ხელისუფლება არ გაძლიერდება და კორონაპანდემია არ შესუსტდება, მასშტაბური პროექტების განხორციელებას მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს. „მუნიციპალიტეტი ფეხს აიდგამს მაშინ, როცა ყველა დაწესებულება შეძლებს გადასახადების დაფარვა“, - ამბობს ანდრანიკ წარუკიანი. რწმუნებული ამბობს, რომ მან სათხეში არსებულ პრობლემებზე მერიას არაერთხელ მიმართა. „2020 წელს დავიწყეთ წყლის შემოყვანა კასპიდან სათხეში, თუმცა ზამთარი და ახალი წელი დადგა, ამიტომ შეჩერდა სამუშაოები. გარწმუნებთ, რომ გზისა და წყლის პრობლემა 2021 წლის გაზაფხულიდან მოგვარდება“, - ამბობს რწმუნებული ანდრანიკ წარუკიანი.
2002 წლის მოსახელობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სათხეში 2 222 კაცი ცხოვრობდა. 2014 წლის მოანცემებით კი მოსახლეობის რაოდენობა 1 516-მდე შემცირდა, რასაც ადგილობრივები უმუშევრობას უკავშირებენ.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.