სოფლის ამბები
„ლიტრი წყალი ღირს 1,20 თეთრი, რძე კი ლარი. ეს რა არის? უსამართლობა“ - აბათხეველები

„ლიტრი წყალი ღირს 1,20 თეთრი, რძე კი ლარი. ეს რა არის? უსამართლობა“, - გლეხის პროდუქტების ფასს ახალციხის სოფელ აბათხევში აპროტესტებენ.

ვინც აბათხევიდან რუსეთში ვერ წავიდა, ოჯახს სოფლის მეურნეობით არჩენს. პრობლემა მხოლოდ მოსავლის რეალიზაცია და დაბალი ფასი არ არის. აბათხევში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია და კულტურის სახლი.

პრობლემების მიუხედავად, სოფელში წელს მხოლოდ ერთი პროექტი განხორციელდება. მოსახლეობის მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხი - ნახეთ სიუჟეტში აბათხევიდან.
| Print |