სოფლის ამბები
უგუმბათო ტაძარი და "წივით" გამთბარი ღუმელი - კუმურდოს ყოველდღიურობა (photos)
კუმურდო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელია.
მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1740 მეტრზე, ახალქალაქიდან 14 კმ.
წყაროებში პირველად იხსენიება VI საუკუნეში. სოფელთან არის მუსტიეური ეპოქის ნამოსახლარი.
სოფელში დგას 964 წელს აშენებული კუმურდოს ეკლესია.
კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად.
საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ოკამის მეხორცეობა-მერძევეობის მეურნეობა.
სოფელში საქონლის ფუნისგან ზამთრის საწვავს "წივას" ამზადებენ და ხშირად შეშის ნაცვლად "წივით"თბებიან.
აგვისტოში სოფლის მოსახლეობა ძირითადად საზაფხულო სამუშაოებითაა დაკავებული.
| Print |