რეგიონი
გიუმრიში წყალდიდობაა
სომხეთის ქალაქ გიუმრიში წყალდიდობას ებრძვიან. ძლიერი წვიმა, რომელსაც თან სეტყვა მოყვა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

სეტყვა 13 ივლისს, სომხეთის დროით, დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო. 

სინოპტიკოსთა თქმით, ერთი საათის განმავლობაში ნალექის რაოდენობამ 81 მმ-ს მიაღწია, რაც ერთი თვის ნორმაზე მეტია.

გიუმრიში დატბორილია ქუჩები, სახლები და ავტომობილები.

გთავაზობთ სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, გიუმრიში არსებუი ვითარების შესახებ.

ვიდეო: SHANT NEWS

| Print |