დღის ფრაზა
"განვიხილეთ ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - პრემიერი
"განვიხილეთ ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ევოკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ეს შეხვედრა იყო განსაკუთრებული მოვლენა, რადგან ის იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ევროკავშირის გზაზე და ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ფასეულობებს და გვაქვს ერთი და იგივე მიზნები. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ჩვენ ეს კარგად გვესმის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
| Print |