ამინდი
-13 გრადუსი ყინვა და არამდგრადი ამინდი - როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე დღეებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და ღამის დაბალი ტემპერატურაც შეიცვლება.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, იანვრის ბოლო დღეს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 და ღამით კი მინუს 4 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7, ღამით კი მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5. ადიგენში დღისით 3, ღამით მინუს 9 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 2, ღამით მინუს 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2-ს, ღამით მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 1, ღამით კი მინუს 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
| Print |