აბრეშუმის გზა
დამეგობრებული ქალაქები
დამეგობრებული ქალაქები – ეს არის ორი ქვეყნის ქალაქებს შორის ხელშეკრულების ფორმით ჩამოყალიბებული ურთიერთობები, რაც ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავების ხელშეწყობას ემსახურება. ასეთი ხელშეკრულებები ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხში: ქალაქებს შორის ეკონომიკის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის,ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ასევე, მეცნიერებისა და განათლების, კულტურისა და ხელოვნების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის დამყარება; გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვით საკითხებში; ინფორმაციის გაცვლა საუკეთესო პრაქტიკების შესახებ სხვა ქალაქებთან ურთიერთობებში და სხვა.
საქართველოში ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს. მაგალითად: ქალაქი რუსთავი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან - ლოძი (პოლონეთი), კრივოი როგი (უკრაინა), ინეგოლი (თურქეთი), კირუნა (შვედეთი) და სხვა; ქალაქი ქობულეთი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან - ნარვა (ესტონეთი), ვარნა (ბულგარეთი), ალავერდი (სომხეთი) და ა.შ.
ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია და დროა ახალქალაქს გაუჩნდეს დამეგობრებული ქალაქები და ასევე ჩვენი მოკრძალებული წარმოდგენით ეს ქალაქები უნდა მიუყვებოდეს რკინის აბრეშუმის გზას:
1. მერსინი - ახალქალაქის რკინიგზის სადგური ყარსის გავლით დაკავშირებულია თურქეთის სამხრეთით მერსინის პორტთან. იქიდან კი სანაოსნო გზა შედის ეგვიპტის ალექსანდრიისა და დეხეჰიას პორტებში.
2. ყარსი - უძველესი ქალაქი თურქეთში. 2023 წელს გაიხსნა ყარსი-ერზურუმის ახალი ტურისტული სარკინიგზო მარშრუტი. მარშრუტი ანატოლიაში ტურიზმის სტიმულირების მიზნით ამოქმედდა, რაც ანკარასა და ყარსს შორის ტურისტული “აღმოსავლეთ ექსპრესის“ მიმართ მზარდმა ინტერესმა განაპირობა. ანკარა-ყარსის ექსპრესი რამდენიმე წელია კურსირებს. ყარსი-ერზურუმის ტურისტული ექსპრესი ზამთრის სეზონზე მოგზაურობის მზარდ მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს.
3. გიუმრი - სიდიდით მეორე ქალაქი სომხეთში. 1840-1924 წლებში ქალაქს ალექსანდროპოლი ერქვა. სომხეთში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს გიუმრის “მშრალი პორტის“ პროექტის მიმართულებით. პროექტის მიხედვით, “მშრალი პორტი“ გახდება მრავალფუნქციური და მულტიმოდალური ჰაბი, რომელიც მოემსახურება რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც სჭირდებათ საბაჟო პროცესების კონსოლიდაცია. ეს საშუალებას მისცემს შირაქის რეგიონს გადაიქცეს ინდუსტრიულ ზონად. “პორტი“ დაკავშირებული იქნება საერთაშორისო აეროპორტთან “შირაქი“, ასევე რკინიგზასთან და “ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანთან. მასში შედის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მქონე აეროპორტი, სადისტრიბუციო ცენტრები, მცირე და საშუალო საწარმოები, მსუბუქი სამრეწველო ობიექტები, საწარმოო ბაზები, შეკრების ხაზები და სურსათის საერთაშორისო ბაზარი.
4. განჯა - სიდიდით მეორე ქალაქი აზერბაიჯანში. 1804-1920 წლებში განჯას სახელად ელიზავეტპოლი ერქვა. სახელი განჯა სპარსულად განძს, ხოლო თურქულად ახალგაზრდას ნიშნავს. განჯა საერთაშორისო ვაჭრობაში, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. 1063 წელს შეიქმნა განჯის ცნობილი კარიბჭე. აბრეშუმმა და პროდუქტებმა მყიდველების სიმპათია მოიპოვეს, არა მარტო ადგილობრივ ბაზრებზე, არამედ უცხოებზეც. მე-12 საუკუნეში ქსოვილი, რომელიც აქ მზადდებოდა, უწოდებდნენ “განჯის აბრეშუმს“. მე-18 საუკუნეში განჯის სახანოს ჰქონდა საკუთარი ზარაფხანა განჯაში. 2016 წელს განჯა ევროპის ახალგაზრდულ დედაქალაქად შეირჩა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი განჯის გავლით გადის, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მგზავრების, ასევე საქონლის ტრანსპორტირებას.
5. ბალკანაბადი - ქალაქი თურქმენეთში პირდაპირ ტრანსკასპიური რკინიგზის ხაზზე მდებარეობს.
6. სამარყანდი - უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი. ისტორიულად ცნობილია, მისი ცენტრალური პოზიციით აბრეშუმის გზაზე ჩინეთსა და დასავლეთს შორის. საქმე ისაა, რომ ესპანური Talgo-ს RD სისტემა გამოიყენება მატარებლის ბორბლებს შორის დისტანციის ავტომატიურად შესაცვლელად და დანერგილია ტაშკენტი-სამარყანდის მაგისტრალზე. ამ სისტემების წყალობით მატარებლებს თავისუფლად შეუძლიათ იმოძრაონ 1435/1668 მმ სიგანის ლიანდებით დაწყებული 1520/1435 მმ სიგანის ლიანდებით დამთვრებული. ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით სწორედ ამ სისტემის მსგავსად ივლიან მატარებლები.
7. ოში - ყირგიზეთის მეორე უდიდესი ქალაქი, რომელსაც უწოდებენ “სამხრეთის დედაქალაქს“. ოშს სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთელს ცენტრალურ აზიაში, აქ მრავალი სავაჭრო გზა გადის. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს უზბეკეთის და ყირგიზეთის ოფიციალური საზღვარი. აქ გადიოდა სავაჭრო გზა ჩინეთსა და ინდოეთში. ქალაქი ოში დაძმობილებულია ქალაქ სტამბოლთან.
აბრეშუმის გზას თავისი კულტურული კალაპოტიც გააჩნია. ის დიდ ცივილიზაციებს ბადებს მერე.
ზურაბ მაღრაძე
TRACECA.GE - ს პლატფორმის დამფუძნებელი