ამინდი
ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი - ხვალიდან სამცხე-ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი აღინიშნოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

სამცხე-ჯავახეთში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, 2 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 და ღამით კი მინუს 2 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 1, ღამით კი მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 4. ადიგენში დღისით 0, ღამით მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვაა ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 4, ღამით მინუს 9 იქნება. ნინოწმინდაშიც სინოპტიკოსები დღისით მინუს 4-ს, ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 4, ღამით კი მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
| Print |