როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აპრილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს და დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, ასპინძა, თიანეთი, ადიგენი, ფასანაური): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, აბასთუმანი, ნინოწმინდა, ომალო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.