ამინდი
როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 18 და 19 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 14 და 17 , ღამით კი 3 და 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 და 14, ღამით კი 3 და 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 15 და 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 და 1. ადიგენში დღისით 11 და 12, ღამით ორივე დღეს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 10 და 11, ღამით მინუს 1 და მინუს 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 8 და 10 - ს, ღამით კი მინუს 1 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ღრუბლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 გრადუსს, ხოლო ღამით ორივე დღეს 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანშიც დღისით 8 და 9, ღამით კი ორივე დღეს მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 16 და 15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 და 9 გრადუსი იქნება.
| Print |