ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში უმეტესად ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, 23 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 და ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 17, ღამით კი 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენში დღისით 12, ღამით 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 11, ღამით 0 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9-ს, ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 გრადუსს, ხოლო ღამით 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 10, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.
| Print |