რეგიონი
,,რუსეთის კვალი და რამდენიმე რელიგიურ -ექსტრემისტული ჯგუფის წევრები პანკისში“ - მამუკა არეშიძე
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ნათია თურნავას გამინისტრებას პანკისის ხეობასთან და ვის აძლევს ხელს ხეობაში განვითარებული მოვლენები - ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე tv9news.ge - სთან აფასებს.

,,პანკისში განვითარებული მოვლენების თავიდან აცილება შეიძლებოდა და ასეც უნდა მომხდარიყო. ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, რომ მოვლენები არ გამწვავებულიყო. მამუკა არეშიძის თქმით, მოლაპარაკებები ჰესის მშნებლობასთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობდა, თუმცა პანკისიდან მხოლოდ რამდენიმე ოფიციალური ჯგუფი მონაწილეობდა. ორი კითხვა მაწუხებს:

  1. რატომ უნდა მომხდარიყო მოლაპარაკების პარალელურად დამატებითი ძალების შეყვანა?
  2. რატომ დღეს, ეს არის დიდი ქრისტიანული დღესასწაული და აღდგომის კვირაა, ნუთუ მოცდა არ შეიძლებოდა?
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ საქმეში მესამე ძალაც არის ჩართული, თუმცა ვინ არ ვიცი“ - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, პანკისისის მიმართ ყველა ახალი ხელისუფლება შეცდომას უშვებს, რაც წლების განმავლობაში ილექება და ადგილობრივებზე აისახება

,,აქციის მონაწილეები მართალია აღელვებულები არიან, მაგრამ ამბობენ ისეთ ფრაზებს, რომელიც მუქარის შემცველია. ამბობენ, რომ თუ მათ წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებენ მაშინ ჩრდილოეთს, ჩეჩნეთს დასახმარებლად მიმართავენ“ - აცხადებს ,,მეცხრე არხთან“ მამუკა არეშიძე.



მამუკა არეშიძის აზრით, დღევანდელი მოვლენა ეკონომიკის ახალი მინისტრის დარტყმის ქვეშ დაყენებაც შეიძლება იყოს. ,,გადაწყდა თუ არა ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნის საკითხი, მესამე დღეს ეს ხდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვა ძალებიც არიან საქმეში ჩართული, რომლებიც არ ჩანან, რაც ხელისუფლებას ეხება“.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელიც ეკოლოგიაზე ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში დაინტერესებული მხარეა, მათ არ სურთ ქვეყანაში ენერეგეტიკის განვითარება.

,,დღეისათვის, მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა, მიმწოდებელი არაა - ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს ენგურსა და ზოგადად საქართველოში. იქ ერთი ჰესი არსებობს და მეორე შენდება, მართალია ეს არ არის დიდი სიმძლავრის ჰესი და ჰუდონი, რომლის წინააღმდეგ პრეტესტი შეიძლება გამართლებული იყოს. მე მგონია, რომ ორივე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე შეცდომები დაუშვა, როგორც ხელისუფლებამ ისე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა“.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში აღნიშნავს, რომ ის ადამიანები რომლებსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმით პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ადგილზე არ იმყოფებიან.

| Print |