მულტიმედია
რამდენად იცნობთ ახალციხის ისტორიას (პასუხები)
1. რა ერქვა ქალაქს, რომელიც არსებობდა ახალციხის ადგილას მე–12 საუკუნემდე

– ახალციხის ისტორია მეცხრე საუკუნიდან იწყება, თავდაპირველად მას ლომსია ერქვა.

ხოლო მეთორმეტე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ჯაყელებმა -ახალციხის ათაბაგებმა- აღადგინეს ეს დასახლება, ახალციხედ იხსენიება.

2. ვინ განაახლა ქალაქის ციხე–სიმაგრე მე–12 საუკუნეში? – ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.

3. როდის მიენიჭა ახალციხეს ქალაქის სტატუსი – 1828 წლის 3 ოქტომბერს ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, მიუხედავად იმავე წლის თურქების მცდელობისა დაებრუნებინათ ახალციხე მარცხით დამთავრდა. 1829 წლის სექტემბერში, ანდრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, თურქეთმა რუსეთს გადასცა ახალციხის საფაშოს ნაწილი. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს.

4. რას ნიშნავს რაბათი? - ციხის უბანს, ადრე რაბათის ტერიტორიაზე ძირითადად ვაჭრები და ხელოსნები ცხოვრობდნენ, სადაც ხშირად ვაჭრობა იმართებოდა, ამიტომ მას სხვაგვარად სავაჭრო ადგილადაც მოიხსენიებენ.

5. რომელი მდინარე ჩამოედინება ქალაქ ახალციხეში? – ახალციხეში ჩამოედინება მდინარე ფოცხოვი.

6. ქალაქის ძველ ნაწილში რომელი ტაძრებია შემორჩენილი? –  ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესია, მეჩეთი, კათოლიკური ტაძარი და სინაგოგა.

7. სად იყო განთავსებული ჯაყელების რეზიდენცია? – მეთორმეტე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ჯაყელებმა -ახალციხის ათაბაგებმა- აღადგინეს ეს დასახლება, ახალციხედ იხსენიება. ქალაქის სტატუსი კი 1840 წელს მიიღო. ახალციხე გახდა სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია და რაიონის ცენტრი. ციხის ისტორია ქალაქის ისტორიასთან ერთად იწყება, სწორედ ციხე იყო ჯაყელების რეზიდენცია. ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“.

8. "ამოძრავდეს მთა და ქედი, გამობრწყინდეს ქართლის ბედი, ახმაურდეს ვეფხვი მეტი, მეტის ძალით და იმედით, დღეგრძელობდეს მესხი, თან ის მესხი უახლოეს ხანის, მესხი "ვეფხისტყაოსნის", მესხი - მესხეთ-ჯავახეთის!" – ვინ არის ამ ლექსის ავტორი? – ლექსის ავტორია გალაქტიონ ტაბიძე.

9. “მესხეთი ქართველებისთვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის” - ვინ არის ამ ციტატის ავტორი? –ამ ციტატის ავტორია მოსე ჯანაშვილი.

10. რა წოდება მიანიჭეს ახალციხეს 2010 წელს - 2010 წელს ახალციხეს მიენიჭა ტოლერანტობის სიმბოლო.

იხილეთ ქვიზი:

| Print |