რეგიონი
ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე მეწყერი ჩამოწვა (ვიდეო)

 

დღეს, 28 ივნისს, ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე, ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო მთიდან მეწყერი ჩამოწვა.

გზის გაწმენდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სპეც.ტექნიკით ერთ საათში შეძლეს.

ძლიერი წვიმა ახალციხესა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაახლოებით 17:20 სთ-ზე დაიწყო და ნახევარ საათს გაგრძელდა.

ახალციხე-რუსთავის გზის მონაკვეთის დამეწყრის გარდა, ახალციხეში დაიტბორა სარდაფები, პურის საცხობი და მიწის ნაკვეთები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ასპინძაში გზა უკვე გაწმენდილია, ხოლო ახალციხეში მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

 


| Print |