საზოგადოება
სოფელი სკოლის, ბაღის, სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე
სოფელი სკოლისა და საბავშო ბაღის, მაღაზიის, სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე - ეს ახალციხესთან ახლოს მდებარე, 100 კომლით დასახლებული მუგარეთია.

85 წლის უშანგი ლომიძე, 77 წელია მუგარეთში ცხოვრობს. ცხრა წლის იყო, როცა ბორჯომიდან გადმოასახლეს. იმ დროს იხსენებს, როცა სოფელში უამრავი ახალგაზრდა იყრიდა თავს. ამბობს, რომ მუგარეთში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საცხოვრებელი ბევრმა ადამიანმა დატოვა.

მუგარეთზე უკეთესი სოფელი არ არსებობდა. ის ადგილმდებარეობითაც გამოირჩეოდა. აქ მაცხოვრებლებს ამჟამად ბევრი პრობლემა გვაწუხებს. სასმელ წყალს ხან ფერსიდან, ხან წნისიდან და ხანაც გიორგიწმინდიდან ვეზიდებით. მთავრობა დიდი ხნის წინ დაგვპირდა წყლის გაკეთებას, მაგრამ უშედეგოდ“, - ამბობს პენსიონერი მამაკაცი.

„ამ ხნის ქალი, ბევრს ვერ ვერევი. ცალ ხელში ოთხლიტრიანი ბალონი მიჭირავს, მეორეში ჯოხი. ასე გადავდივარ ფერსაში სასმელი წყლის მოსატანად“ – წუხს პენსიონერი ჟუჟუნა ჩადუნელი.

ელენე ლომიძე სოფლის ცენტრთან ცხოვრობს. სასმელი წყალი მის ონკანში ორი თვეა არ გამოსულა. წყლის გარდა, ქალი იმაზეც წუხს, რომ მეზობელი სოფლებისგან განსხვავებით, მუგარეთს მაღალმთიანის სტატუსი არ მიენიჭა.

„მეზობელი სოფელი მაღალმთიანად გამოაცხადეს, ჩვენ – არა. ხაზი რომ გაავლო ზუსტად იგივე სიმაღლეზეა მუგარეთიც, მაგრამ ჩვენ პატრონი არ გვყავდა და სტატუსი ვერ მივიღეთ. პენსიაც მოგვემატებოდა და ცოტა შეღავათი გვექნებოდა“.
სამი სოფლის – ფერსის, გიორგიწმინდისა და მუგარეთის მოსახლეობა ერთი სკოლით სარგებლობს. სკოლა ფერსაში მდებარეობს. მუგარეთიდან მოსწავლეები ყოველ დღე ფეხით მინიმუმ, ორ კილომეტრს გადიან. სკოლის გარდა, ადგილობრივები საბავშო ბაღის უქონლობის გამოც ჩივიან.

,,სკოლა არა, ბაღი არა, არანაირი პირობა იმისა, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს. აბა, ვინ გაჩერდება ასეთ სოფელში? იმიტომ არის, რომ ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი
“ – ამბობენ მოხუცები.

ჯუმბერ ლომიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 19 წლის ბიჭი თანასოფლელებივით ახლო მომავალში მუგარეთის დატოვებას არ გამორიცხავს.

„ჯერ არა, მაგრამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შესაძლებელია სოფელი დავტოვო. ვიცი, რომ თუ ყველა ჩემსავით იფიქრებს, საბოლოოდ მუგარეთი ნასოფლარი ადგილების სიაში შევა, რაც ძალიან არ მინდა, მაგრამ ელემენტარული პირობები თუ არ გაუმჯობესდა, უბრალოდ სხვა გზა აღარ მექნება“.

სამი სოფლის გასაყარზე მდებარე სკოლის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, მათ სკოლაში 105 მოსწავლე დადის, აქედან მუგარეთიდან დაახლოებით, 30 ბავშვია. დირექტორის თქმით, ამ სოფლიდან ბავშვების რაოდენობამ ბოლო წლებში იკლო.

მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს სამივე სოფელში ცალ-ცალკე სკოლა იყო. მუგარეთსა და გიორგიწმინდაში 8-წლიანი, ხოლო ფერსაში დაწყებითი განათლების ოთხი კლასი. 1976 წელს ფერსაში ერთი სკოლის აშენება გადაწყდა, რომელიც სამივე სოფელს ემსახურება.

გიორგი ბლიაძე ამბობს, რომ მუგარეთელ მოსწავლეებს სკოლაში ფეხიტ სიარული მოუწევთ, რადგან სოფელსა და სკოლას შორის მანძილი, სასკოლო ავტობუსის დანიშვნას არ ითვალისწინებს. 

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 331 ადამიანი ცხოვრობს. როგორც ყველა სოფელში, მიგრაცია მუგარეთშიც შესამჩნევია. სოფელი ზღვის დონიდან 940 მეტრზე, ხოლო ახალციხიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყლოობის გამო, მათ შრომას ფასი არ აქვს.

სოფელში სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემას ადასტურებს მერის წარმომადგენელი ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში. გიორგი ბლიაძე მუგარეთის მოსახლეობას ჰპირდება, რომ 2020 წელს წყალი ექნებათ.

„სასმელი წყალი ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ წინუბნის ზემოდან გამოგვყავს წყალი ხუთი სოფლისთვის, ერთ-ერთია მუგარეთი. მეორე წლისთვის აუცილებლად იქნება სასმელი წყალი. რა უნდა მოხდეს, რომ 2020-ში წყალი ვერ გავაკეთოთ მუგარეთში“,- ამბობს გიორგი ბლიაძე.

თემში მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ სარწყავი წყლის პრობლემის გადასაჭრელად, ახალი სატუმბი სადგური მოეწყო.

"სარწყავი მზად არის, გამზადებულია, მაგრამ წელს ვერ მოესწრო მორწყვის სეზონზე, ცოტა შეგვაგვიანდა. მომავალი წლიდან ჩავრთავთ და ისარგებლებს მოსახლეობა", - გვითხრა გიორგი ბლიაძემ.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 Girişcasibom girişcasibom girişEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountholiganbetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobetholiganbet girişcasibombetebetsekabet