რელიგია
დღეს ყურბან–ბაირამი აღინიშნება
მუსლიმები დღეს ყურბან - ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. დილის ლოცვის შემდეგ, მუსლიმები პირუტყვს კლავენ და საქონლის ხორცს ანაწილებენ. ხორცს სოციალურად დაუცველ მოსახლეობასაც ურიგებენ.

შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, ცხვარი არანაკლებ 6 თვისა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი - სულ მცირე ორი წლის.

ყურბან - ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის.

ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება. ყურბან-ბაირამის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.
| Print |