სამართალი
ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაჩნდა (ფოტორეპორტაჟი)
სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი დაახლოებით 14:10 წუთზე შენიშნეს, რასაც წინ დაკვამლიანება და ელექტროენერგიის გათიშვა უძღოდა. 


ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო გადაკეტილია დიდიმამიშვილისა და შალვა ახალციხელის ქუჩები.
სამხარეო ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ხანძარი სახურავიდან გაჩნდა, სადაც ელექტროენერგიის სადენებია გაყვანილი.


გუბერნატორის მოადგილის შალვა ბერძენიშვილის თქმით, ევაკუაცია მაშინვე გამოცხადდა და ცეცხლწაკიდებული შენობა ყველამ დატოვა.


სახურავის ახდის სამუშაოები, რათა ოთხმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ წყლის დასხმა დაიწყოს.


სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სახანძრო-სამაშველოს სამსახურის ოცამდე მეხანძრე მაშველი და ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობს.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით 15:45 წთ-ზე მოხდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები კერების ლიკვიდაციაზე მუშაობენ.
| Print |