ეკონომიკა
საწვავის ფასი გაიზარდა
საქართველოში ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე დიზელის საწვავის ფასის ზრდა შეინიშნება. ფასების მატება დაახლოებით, 2-6 თეთრია. საწვავის ღირებულებამ ძირითადად, "ვისოლის" და "გალფის" ბენზინგასამართ სადგურებზე მოიმატა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ერთი ლიტრი ევროდიზელი, სხვა კომპანიებთან შედარებით თითქმის ათი თეთრითაა გაზრდილი და შეადგენს 2 ლარს და 77 თეთრს, სხვა სადგურებზე კი აღნიშნულ საწვავზე ფასი 2.60 ლარიდან 2.66 ლარამდე მერყეობს.

ბენზინზე და თხევად გაზზე ფასების ზრდა არ მომხდარა.
| Print |