ჯანდაცვა
როგორ დავიკლოთ წონაში ჯანსაღად?
თუ გსურთ წონის დაკლება ან შენარჩუნება ამისათვის საჭიროა დაგეგმოთ დიეტა და თქვენს რაციონში ნელ-ნელა დაამატოთ ის პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის წვას. ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელიც უკავშირდება წონის კლებას და ხელს უწყობს კალორიების წვას, ზოგიერთი მათგანი კი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ზრდას. ამ ტიპის პროდუქტების რაციონში შეყვანის შემდეგ და ცოტაოდენი ფიზიკური აქტივობის დახმარებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ სასურველი შედეგი.

წონის დაკლებისთვის და ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელოვანია ცხიმების წვა ნატურალური პროდუქტებით. ამისთვის გთავაზობთ, რამდენიმე პროდუქტს, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

გრეიპფრუტი
გრეიპფრუტი არის ბრწყინვალე პროდუქტი, რომელიც რომელიც მიეკუთვნება ე.წ “უარყოფითი კალორიების” მქონე პროდუქტებს, ანუ მისი მიღებით ვწვავთ უფრო მეტ კალორიას ვიდრე ვიღებთ. სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ გრეიპფრუტის ძალიან კარგ შედეგებს წონის კლების და ინსულინის რეგულირების მხრივ. კვლევებმა აჩვენა რომ ჭამის წინ ნახევარი გრეიპფრუტის ჭამა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს წონის კლებაში. უფრო ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გრეიპფრუტი ხელს უწყობს თქვენს ორგანიზმში შაქრის უტილიზაციას, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს მეტაბოლიზმსა და წონის კლებაზე. იმისთვის, რომ ცხიმი დაწვათ რაც შეიძლება მალე ჭამეთ ახალი გრეიპფრუტი მისი გარეთა თეთრი გარსით და დალიეთ ხშირად გრეიპფრუტის ფრეში.

მწვანე ჩაი

არ აქვს მნიშვნელობა ცხელი თუ ცივი არის ერთ-ერთი იმ სასმელთაგანი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის წვას. ეს ჯანსაღი სითხე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც დღის განმავლობაში გეხმარებათ ცხიმების წვაში და ამაღლებს მეტაბოლიზმის დონეს, ამ მეტაბოლიზმის დონეს ამაღლებს ის კოფეინი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, რასაც თავის მხრივ ენერგიაზეც მოყავხართ. დიდი ოდენობით მწვანე ჩაის მიღება არ არის სასურველი, რადგან კოფეინი ააჩქარებს თქვენს გულის ცემას, ამიტომ ყოველდღიურად მიიღეთ 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაი, რაც სავსებით საკმარისია აპეტიტის დაქვეითებისა და ცხიმების წვისათვის.


წითელი წიწაკა
წითელი წიწაკის ჭამაც გეხმარებათ ცხიმების სწრაფ წვაში. ეს გამოწვეულია კაფსკინით (ნივთიერება რომელსაც შეიცავს წიწაკა, სწორედ ამიტომ არის ის ცხარე), ის გვეხმარება კალორიების დაწვაში. დაუმატეთ თქვენს კერძებს უმი, მოხარშული, გამხმარი ან სხვა ნებისმიერი სახით წიწაკა და ამ გზით (ერთი წიწაკით) თქვენ 25%-ით გაზრდით მეტაბოლიზმს და კალორიების წვის პროცესი გაგრძელდება მისი ჭამიდან დაახლოებით 3 საათის განმავლობაში.

ჯინჯერი
ჯინჯერი, იგივე ჯანჯაფილი, იგივე კოჭა არის კიდევ ერთი სუპერ პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა გამოიყენოს და მოიხმაროს და არა მხოლოდ იმ ადამიანებმა ვისაც წონის დაკლება და ცხიმების დაწვა სურთ. ჯინჯერი აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს სისხლის ცირკულაციას, რაც წევს ორგანიზმის ტემპერატურას და თავის მხრივ იქმნება ე.წ თერმოგენული ეფექტი. ეს პროცესი კი “ბუსტავს” თქვენს მეტაბოლიზმს და ორგანიზმში იწვება უფრო მეტი კალორია ვიდრე ჩვეულებრივ. ჯინჯერი ამცირებს შიმშილის გრძნობას, რაც თავიდან გვარიდებს არასაჭირო საკვების და კალორიების მიღებას, ის ასევე წარმატებით გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, ამიტომ შეგიძლიათ მიიღოთ ყოველდღიურად 2-3 ჭიქა ჯინჯერის ჩაი და გამოიყენოთ ის კერძების მომზადებისას ერთგვარი საკმაზის სახით.

მოცვი
მოცვი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხილია რომელიც პირდაპირ ურტყამს ე.წ “ღიპს”, ანუ მუცლის ქონის მტერია. ის ჩვენს ორგანიზმში არსებულ “თეთრ” ცხიმს გარდაქმნის “კრემისფერ” ცხიმად რომელიც კალორიების წვის პროცესში ორგანიზმიდან გამოიდევნება. მოცვი ასევე არის საკმაოდ ნოყიერი და გვიკლავს შიმშილის გრძნობას, ის შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ცალკე, ასევე სალათებთან ან იოგურტთან ერთადაც კი. სასურველია დღის განმავლობაში მიიღოთ ნახევარი ან ერთი ჭიქა მოცვი, ასე რომ სანამ მოცვის სეზონი იქნება აუცილებლად მაქსიმალურად აითვისეთ.


მწვანე ვაშლი

მწვანე ვაშლი საკმაოდ საინტერესო მოვლენაა ცხიმებთან ბრძოლისთვის, მის შემადგენლობაში C ვიტამინთან ერთად არის ნივთიერება, რომელიც ჩვენს უჯრედებს არ აძლევს საშუალებას შეიწოვოს ცხიმები. ერთი მწვანე ვაშლის მიღება ყოველდღიურად საკმარისია იმისთვის რომ ცხიმებს მოსვენება არ მივცეთ, ასევე გაითვალისწინეთ რომ ვაშლი ჭამამდე კარგად უნდა გაირეცხოს.

ბროკოლი
ბროკოლი ერთ-ერთი ის იშვიათი ბოსტნეულია, რომელიც ორგანიზმში ცხიმის წვას ხელს უწყობს, შესაბამისად უნდა მიირთვათ იგი თითქმის ყოველდღიურად თუ წონის დაკლება გსურთ. იგი ორგანიზმს აიძულებს დაწვას ცხიმები ნაცვლად დაგროვებისა. გარდა ამისა ის მდიდარია ვიტამინებით: C, A, K, B6 და B12. სასურველია მიიღოთ 1 ან 1,5 ჭიქა ბროკოლი კვირაში 4-5-ჯერ და აუცილებლად იგრძნობთ ცხიმების ნაკლებობას ორგანიზმში სულ რაღაც რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ.


წითელი ყურძენი
წითელი ყურძნის ყოველდღიურმა მიღებამაც შესაძლოა დააჩქაროს ცხიმის წვის პროცესი ორგანიზმში. წითელი ყურძნის კანი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობის რესვერატროლს, რაც დაბერებას უშლის ხელს, ასევე კარგია დეენემის აღდგენისთვის. კიდევ ერთი დამატებითი პლიუსი რაც აქვს წითელ ყურძენს არის ის რომ ის შეიცავს კალორიების მისაღებ რაოდენობას, რაც დაგეხმარებათ წარმატებული დიეტის დაცვაში, ასე რომ მიიღეთ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ყურძენი და დაემშვიდობეთ ცხიმებს.

შეიძლება, დაგაინტერესოთ

როგორ დაიკლო TV9-ს თანამშრომელმა 8 თვეში 50 კილო და როგორ ინარჩუნებს დღემდე იდეალურ წონას?
| Print |