სამართალი
ახალციხე-ასპინძის გზაზე მანქანა ამოტრიალდა
18:46 / 26.09.2019
დღეს, 26 სექტემბერს, ახალციხე-ასპინძის გზაზე "მაზდის" მარკის ავტომობილი ამოტრიალდა.
ავტომობილში ერთი ადამიანი იჯდა.
თვითმხილველების ინფორაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანქანის ამოტრიალების მიზეზი სავარაუდოდ საბურავი გახდა, რომელიც საჭის მართვის დროს გასძვრა ავტომობილს.
საბურავის გარეშე დარჩენილი მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
| Print |
ავტორი:
მეცხრე არხი