მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის
,,უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, არაფერი საიდუმლო არაა, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ სამშობლოს ვკარგავ...
მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მე, ქართველ ხალხთან ერთად - მოდით, გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები.
მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი.
მე ვარ საქართველოს პატრიოტი, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, რომელსაც გული შესტკივა იმაზე, რომ ქვეყანა განადგურდა”, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხზე, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.