სამართალი
მტვრის გამო დაწყებული ჩხუბი ჯავახეთში (ფოტო რეპორტაჟი)
3 დღის წინ პარლამენტის დეპუტატის ძმა და ახალქალაქის საკრებულოს წევრის სამველ პეტროსიანის შვილი ერთმანეთს ფიზიკურად რესტორან ,,ფორელთან" დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც გევორქ პეტროსიანს (საკრებულოს წევრის შვილი) მარდუნ მკოიანის ( დეპუტატის ძმა) მანქანამ ქუჩაში სწრაფად ჩაუარა და მტვერი შეაყარა. მეცხრე არხი მარდუნ მკოიანის სახლში მივიდა.

სახლი ადვილი მისაგნები აღმოჩნდა, რადგან წინა ფასადზე ორი ,,MM" ანუ მარდუნ მკოიანის ინიციალებია გამოსახული.

დეპუტატის ძმა ჟურნალისტებს არ ხვდება, მისი დეპუტატი ძმა კი მედიას უმტკიცებს, რომ დაპირისპირებიდან მე-4 დღეს მარდუნ მკოიანის მდგომარეობა დამძიმდა.

მომხდარზე არც პეტროსიანები საუბრობენ. ახალქალაქის საკრებულოს წევრი ,,პატრიოტთა ალიანსიდან"ამბობს, რომ მათი რეაქცია მკოიანების შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

ევექსის რეგიონული ჰოსპიტლების კოორდინატორი ამბობს, რომ კლინიკაში ორი პაციენტი 4 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 15:00 სთ-თვის შევიდა.


,,სათანადო რჩევა-დარიგებებითა და ამბულატორიული მკურნალობით გაეწერნენ ბინაზე. წესით ხვალ ნაკერების ამოსაღებად ისევ უნდა მოვიდნენ კლინიკაში" - აცხადებს ხათუნა კეკელაშვილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს წამებას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.


ასევე, დაგაინტერესებთ:

ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირება გრძელდება (ფოტო/ვიდეო)
| Print |