აბრეშუმის გზა
ჯანსაღი ცხოვრების 6 წესი, რომელიც არაეფექტურია
ჯანსაღი ცხოვრების წესი უფროდაუფრო მეტ პოპულარობას იძენს, ამიტომ ლოგიკურია, რომ არსებობს ასობით რჩევა -თუ რა არის სწორი და რა არის დაშვებული როცა ჯანსაღ ცხოვრებას ვირჩევთ. თუმცა რამდენად სასარგებლოა ყველა რჩევა?

პურის ჭამით ვსუქდებით?!

პურთან დაკაშირებით ბევრი სტერეოტიპი არსებობს. ბევრი მიიჩნევს, რომ პური სხეულისთვის საზიანოა, სინამდვილეში, კი პურის ჭამა არც ისეთი საშიშია. პური ნელი ნახშირწყლების წყაროა, ამიტომ მისი მოხმარება ორგანიზმის მდგომარეობაზე დადებითად აისახება, მაშინ როცა პროდუქტს ნორმალური შემადგენლობა აქვს.

აუცილებელია ორგანიზმის დეტოქსიკაცია

კვების სხვადასხვა კომპლექსები მიმართულია ორგანიზმის გაწმენდისკენ. თუმცა, ასეთი „წმენდის“ ჩატარების აუცილებლობა შეგვიძლია მცდარ წარმოდგენად შევაფასოთ. ადამიანს უკვე აქვს თირკმლები და ღვიძლი, რომელთა პირველი ფუნქციაა ორგანიზმის გასუფთავება. ასე რომ, დამატებითი დეტოქსიკაცია საჭირო არ არის.

საუზმედ ახლაგამოწურული წვენი სასარგებლოა


ესეც მორიგი მითია. გამოწურვის დროს ხილი და ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებების უმეტეს ნაწილს კარგავს. არ ღირს წვენის მშიერ კუჭზე მიღება, ამით კუჭის გაღიზიანებას გამოიწვევთ. უმჯობესია თუ ხილს მიირთმევთ და არ დალევთ.

აუცილებელია რეგულარულად ვიტამინების მღება

ვიტამინის აბებისგან ბევრ სარგებელს ვერ მიიღებთ, ეს მრავალჯერადმა კვლევებმა დაადასტურა. ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმს ვიტამინები არ სჭირდება , უნდა მივიღოთ თუმცა სწორად. საუკეთესოა ბოსტნეული, ხილი და არა ტაბლეტები.

საჭმლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება საზიანოა

ბევრი მიიჩნევს, რომ ამით კერძი საკვებ ნივთიერებებს კარგავს , ეს მცდარი მოსაზრებაა. ღუმელსა და მიკროტალღურ ღუმელს შორის არავითარი სხვაობა არ არის, თვითონ გაცხელების პროცესი მხოლოდ მცირე რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს უკარგავს კერძს.

ტკბილეული რაციონიდან უნდა ამოვიღოთ


ტკბილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუციელებელია, რათა ტვინმა სრულფასოვნად იფუნქციონიროს. უმჯობესია, თუ უბრალოდ შეამცირებთ ტკბილეულის რაოდენობას და შაქრის მოხმარებას. შეიძნეთ ნატურალური იოგურტი, მიირთვით ჩაი უშაქროდ და მშრალი ხილი.

წყარო: https://4u.ge
| Print |