აბრეშუმის გზა
როგორ გავწმინდოთ თუჯის აბაზანა ნადებისგან სახლის პირობებში?
თუჯის აბაზანების არსებობის ისტორია უკვე არაერთ ათეულ წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი გლობალურად ჩაანაცვლა თანამედროვე მასალებმა, მისი მოვლის საკითხი კვლავაც აქტუალურია.
აღიარებულია, რომ თუჯი ძალიან მდგრადი მასალაა, რომელსაც „არ ეშინია“ მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების. მაგრამ აბაზანა დამატებით დაფარულია ემალის მინანქრით, რაც, სამწუხაროდ, ვერ დაიკვეხნის ასეთივე სიძლიერის მახასიათებლებით და ხშირად ზარალდება არასწორი მოვლის გამო.

როგორ მოვაშოროთ ნადები

თუ აბაზანას ნადები გაუჩნდა, ეს რეცეპტები სცადეთ:

შეურიეთ 100 გ მარილი და სოდა (არ არის აუცილებელი, იყოს საკვები, შეგიძლიათ გამოიყენოთ კალცირებული სოდა, რაც უფრო მეტ ეფექტს იძლევა). მიღებული ფხვნილი დააყარეთ აბაზანის ზედაპირს, სადაც ნადებია და დატოვეთ 2 სთ. შემდეგ მაგარი, სველი და კარგად გაწურული ნაჭრით გაწმინდეთ.

ოქსალიუმის მჟავა ეფექტურად აცილებს ნადებს აბაზანის ზედაპირს. ის უნდა გააზავოთ, რომ მიიღოთ ნახევრად თხევადი კონსისტენცია. დაასხით ლაქას და დატოვეთ 1,5-2 სთ. დაამუშავეთ ზედაპირი ჯაგრისით და კარგად გარეცხეთ წყლით

არ გამოიყენოთ ასეთი საწმენდი საშუალებები

წყარო:https://marao.ge

| Print |