COVID19
მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით, თითქმის 45 ათასით გაიზარდა
25 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი თითქმის 45 ათასით გაიზარდა.

საქართველოს დროით, 23:30 სთ მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია და 683-ს შეადგენს, 443 - ესპანეთში, 231 - საფრანგეთში. სულ, მხოლოდ 25 მარტს COVID19 -ით 1938 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 25 მარტს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირდა 85 ადამიანი. მათ შორის რუსეთში - 163, სომხეთში - 16 და აზერბაიჯანში - 6 ადამიანი. მეზობელი ქვეყნებიდან გარდაცვალების 3 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის აზერბაიჯანში - 1 და რუსეთში - 2. ამ დრომდე ინფორმაცია არ განახლებულა თურქეთის შესახებ.

რაც შეეხება დაინფიცირების ფაქტებს, სათავეშია:

აშშ - 7 996
იტალია - 5210
ესპანეთი - 5552
გერმანია - 4332
საფრანგეთი - 2929
ირანი - 2206
შვეიცარია - 1020.

საქართველოს დროით, 25 მარტის 23:30 საათისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯამში 460 323 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 20 828 გარდაიცვალა, ხოლო 113 797 გამოჯანმრთელდა.
| Print |