სოფლის ამბები
„საძოვარი, რომელიც 45 წელი ჩვენს საკუთრებაში იყო, ერთ წამში გასხვისდა“ - თორიის მოსახლეობა
საძოვრების პრობლემა, სახელმწიფო ენის ბარიერი, მოქალაქეობის არქონა, უმუშევრობა, სასმელი წყლის სიმცირე, საბავშვო ბაღის არარსებობა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სოფელ თორიის მოსახლეობას აწუხებს. თორია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეშტიის თემში მდებარეობს. სოფელში 110-მდე ოჯახი ცხოვრობს.

თორიის მოსახლეობას როცა სოფელში არსებული პრობლემების ჩამოთვლა ვთხოვეთ, პირველ რიგში, საძოვრების პრობლემა დაასახელეს. ადგილობრივების თქმით, საძოვრები 45 წელი თორიის მოსახლეობას ეკუთვნოდა, რომელიც ხელისუფლებამ კახეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს მიაქირავა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უკმაყოფილება სოფელ თორიაში. აგვისტოს თვეში, ადგილობრივებსა და მომთაბარე მწყემსებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

სამცხე–ჯავახეთში მომთაბარე მწყემსებთან დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. რეგიონში გადმორეკილი პირუტყვის გამო, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობის მსგავსად, საძოვრების პრობლემაზე ჩივიან ახალციხის 13 სოფლის მაცხოვრებლებიც.

„ენზელ მკოიანმა გადმოგვცა ჩვენ ეს საძოვრები. ახლა კი, კახეთიდან ჩამოსულმა მწყემსებმა მიისაკუთრეს. ჩვენ ხელისუფლებისაგან ამ საძოვრების დაბრუნებას ვითხოვთ“ - ამბობს სოფელ თორიის მოსახლეობა.

საძოვრების პრობლემის გარდა, ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობელმა სახელმწიფო ენის ბარიერია. ამის გამო, სოფლის მოსახლეობა ქართულ არხებს საერთოდ არ უყურებს. ადგილობრივები ინფორმაციას რუსული და სომხური მაუწყებლებიდან იღებენ.

„ამ ხნის კაცმა ოთხ ენაზე ლექსიკონი ვიყიდე, რათა ქართული ენა მესწავლა, მაგრამ ასაკის გამო ვერ ვისწავლე. დიდი სურვილი მაქვს, რომ ენა ვისწავლო და სოფელში თავაწეულმა ვიარო, მაგრამ იმის დრო და ფუფუნება არ მაქვს, რომ ქართული ენის გაკვეთილებზე ვიარო“ - ამბობს სოფელ თორიის მაცხოვრებელი.

სოფლის მოსახლეობისთვის, ისევე როგორც თითქმის ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, საქართველოს მოქალაქეობის არქონა დიდ პრობლემას წარმოადგენს. რწმუნებულის ეგორ ქტოიანის ინფორმაციით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მოქალაქეობა 15 000-მდე ადამიანმა დაკარგა, მათ შორის 5 000-მდე პირი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან არის.

„რუსეთის საზღვარი გადავკვეთე თუ არა საქართველოდან მაშინვე დოკუმენტი გამომიგზავნეს, რომ მოქალაქეობა დავკარგე. ქართული ენაც არვიცი, რომ გამოცდა ჩავაბარო და მოქალაქეობა მივიღო. არვიცი რა უნდა გავაკეთო. ხვალ, ზეგ მოქალაქეობის არქონის გამო, პენსიასაც ვერ მივიღებ“
- ამბობს სოფელ თორიის მკვიდრი რუსლან სარუხანიანი.

ყოველწლიურად სეზონურ სამოშაოებზე, სოფლიდან საზღვარგარეთ 100-მდე ადამიანი მიდიოდა. პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, სოფლის მოსახლეობა უმუშევარი დარჩა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მხოლოდ მესაქონლეობით ოჯახებს ვერ შეინახავენ.

„კატასროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სოფელში უმუშევრობაა, ორი-სამი ძროხით ოჯახებს ვერ გამოვკვებავთ. ადრე მიწაზე ვმუშაობდით, ახლა მაგაზეც ვერ ვმუშაობთ“ - ამბობს სოფელ თორიის მკვიდრი ვარაზდატ ხჩოიანი.

სოფელში არ არის საბავშვო ბაღი. შედეგად ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. პრობლემაა სასმელი წყალიც. ადგილობრივების თქმით, წყალს მეზობელი სოფლიდან ტუმბავენ და ამისთვის გარკვეულ თანხას იხდიან.

„სასმელი წყალი არც ჩვენთვის გვაქვს და არც საქონლისთვის. ერთი ძროხა მყავს და წყალი არ მაქვს რომ დავალევინო. ადგილობრივი ადმინისტრაციიდან ყურადღებას არავინ გვაქცევს“ - გვითხრა სოფელ თორიის მკვიდრმა ვარაზდატ ხჩოიანმა.


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიისა და ეშტიის რწმუნებული ეგორ ქტოიანი „მეცხრე არხთან“ ამბობს, რომ სოფელ თორიას, 2014 წლიდან, სასმელი წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება. სოფელი წყლით ტუმბოს მეშვებით ეშტიიდან მარაგდება, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს. ამიტომ სოფლის მოსახლეობას გაწეული ხარჯების დაფარვა უწევს.

თემის რწმუნებული ამბობს, რომ ნინოწმინდის სოფლებთან დაკავშირებით ბევრი იდეა და პროექტი არსებობდა, რომელთა შესრულებას ხელი პანდემიამ შეუშალა. აქედან ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობაა. ეგორ ქტოიანი იმასაც ირწმუნება, რომ საკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პროექტის განხორციელების თხოვნით, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა.

სოფლის რწმუნებულის მტკიცებით, სკოლაში ქართული ენის სწავლება გაძლიერებულია და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს სახელმწიფო ენაზე საუბარი შეუძლიათ. რაც შეეხება 40 წლის გადაცილებულ პირებს, ეგორ ქტოიანის თქმით, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ქართული ენა ისწავლონ და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღონ.

„იმ პირებისათვის, ვისაც მოქალაქეობის მისაღებად, გამოცდის ჩაბარება არ შეუძლიათ, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში შექმნილია იურიდიული ცენტრები, სადაც ჯავახეთის მოსახლეობას ქართულ ენას უსასყიდლოდ ასწავლიან. მოსახლეობა ამის შესახებ, მედიისა და ჩვენი დახმარებით სრულიად ინფორმირებულია. ვინც არ იცის ქართული ენა, შეუძლიათ ამ იურიდიულ ცენტრებში მიბრძანდნენ“ - გვითხრა სოფელ თორიისა და ეშტიის რწმუნებულმა.

რაც შეეხება უმუშევრობას, ეგორ ქტოიანი ამბობს, რომ პანდემიამ პრობლემა არა მარტო ჯავახეთის მოსახლეობას და საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს შეუქმნა.

„ყველგან უმუშევრობაა. ვისაც სოფლის საქმე არ ეზარება დათესოს, მოსავალი გაყიდოს და თავი ამით ირჩინოს“ - აცხადებს რწმუნებული.


ადგილობრივები ამბობენ, რომ თორიაში ადრე 1000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. რუსეთში გადასახლების შემდეგ კი სოფელში,მათი რაოდენობა განახევრდა. თორია ზღვის დონიდან 1 880 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ნინოწმინდიდან 15 კმ-ით არის დაშორებული.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbet girişsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobethttps://twitter.com/cratossroyalbetgrandpashamobilbahisbetkom