ეკონომიკა
არის თუ არა წინასაარჩევნო პიარი სახელმწიფოს ერთჯერადი დახმარებები?

პანდემიის პერიოდში, საქართველოში არსებული მძიმე სოცილური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა, სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების გეგმა შეიმუშავა. ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს მეწარმეებმა, თვითდასაქმებულებმა, ასევე გამოყო თანხები, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფომ ოჯახებს სამთვიანი კომუნალური გადასახადიც დაუფარა.

ერთჯერადი ფულადი დახმარება მეწარმეებისთვის, თვითდასაქმებულთათვის და ბავშვებისთვის - პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხები გამოყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ კრიზისის ფონზე ერთჯერადი დახმარება მათთვის არასაკმარისი, თუმცა მნიშვნელოვანი იყო. მოსახლეობის ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს ჟესტი წინასაარჩევნო პიარს უკავშირდება და ეპიდვითარება მათ სასარგებლოდაა გამოყენებული.

„მგონია, რომ წინაასაარჩვენოდ დაარიგეს ეს დახმარებები, თუმცა ხალხს კი გამოგვადგა“ -ამბობს ადგილობრივი.

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობა ეპიდსიტუაციის დროს ვალდებულია მოქალაქეებს დაეხმაროს. მათი აზრით, ერთჯერადი დახმარებებისა და კომუნალურებისთვის სახელმწიფო თანხების გაღება, ხალხისთვის წახალისება იყო.

„მეეჭვება პიარი იყოს, ეს უფრო წახალისებაა ჩვენი, რადგან შემოსავალი ამ პანდემიის დროს ყველა ოჯახში შემცირდა“-
ამბობს ახალციხის მკვიდრი.

ეს არის ადამიანებზე მანიპულირება - ასე აფასებენ სახელმწიფოს მიერ გაცემულ ერთჯერად დახმარებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ახალციხეში. მათი თქმით, წინასაარჩევნოდ მთავრობის მხრიდან, ნებისმიერი მსგავსი ქმედება საზოგადოებაზე გავლენას ადვილად ახდენს, რაც არჩევნებზე ხმების გარანტირებულად მიღებას გულისხმობს. კანდიდატების ნაწილი, ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემია სახელმწიფომ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენა.

„ხალხს ეხმარებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება და ხმა ამ მთავრობას მიცენ, თუ დახმარება უნდათ ხალხს სულ უნდა დაეხმარონ“
- ამბობენ მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

მათი ნაწილის აზრით, ცალსახად იმის თქმა, რომ დახმარებები არჩევნების გამო დაარიგეს რთულია.

„ქართულ ოცნებას“ მოუსწრო სულზე, თუმცა აქვთ გასამართლებელი საბუთი, რომ ეს არის კომპენსაცია “
- ამბობს „ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოლეგ სანდროშვილი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან განსხვავებით ფიქრობს „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი. ანტონ ობოლაშვილი მთავრობის მიერ კოვიდპანდემიის წინასაარჩევნოდ გამოყენებას გამორიცხავს და ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო გამოყოფილი დახმარება პიარი არ არის. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია მოსახლოებას დაეხმაროს მაშინ, როდესაც მას ამის საჭიროება აქვს.

„სახელმწიფო ვალდებულია თავის მოქალაქეს დაეხმაროს საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ დახმარებები, რომლებიც გაიცა წინაასაარჩევნო პიარია“-
ამბობს ქართული ოცნების კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი.

სახელმწიფო ვალდებულია, სოციალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს, თუმცა მნიშვნელოვანია მკაფიო ხაზი იყოს გასმული სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარტიულ ინიციატივებს შორის - მიიჩნევს საარჩევნო ანალიტიკოსი. მარიამ ლაცაბიძის თქმით, ამ მხრივ მთავრობამ გამოცდა ვერ ჩააბარა, რადგან მას კოვიდსიტუაციის გამო გაცემული ყველა დახმარება წინაასაარჩევნო პიარი გამოუვიდა.

პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმიწოფომ ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო. 18 წლამდე ასაკის მოზარდების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ლ დეკემბრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სახელმწიფო დაუფარავს.

მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |