ჯანდაცვა
შერჩევითი რეგულაციები წინასაარჩევნოდ
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. რეკომენდაცია არ ვრცელდება მხოლოდ პოლიტიკურ შეკრებებზე. მსგავსი შეხვედრის დროს მონაწილეებს პირბადის ტარებისა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვის რეკომენდაცია მიეცა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, დახურულ და ღია სივრცეში ათზე მეტი ადამაინის შეკრება, მხოლოდ პოლიტიკურ შეკრებებს არ ეხება. მოსახლეობის აზრით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია. ისინი მიიჩნევენ, რომ დადგენილ რეგულაციას ყველა თანაბრად უნდა დაემორჩილოს, მათ შორის პოლიტიკური პირებიც.

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, კანდიდატები დისტანციას იცავენ და პირბადეს იყენებენ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 10 კაციანი შეზღუდვა პოლიტიკურ შეკრებებს არ ეხება, პარტიების გეგემების მოსასმენად ამომრჩეველი შეხვედრაზე შეუზღუდავი რაოდენობით მიდის.

კანდიდატების ნაწილი თვლის, რომ დისტანციის დაცვა საკმარისია, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი რაოდენობით ერთად შეკრება საფრთხის შემცველია, ამიტომ ისინი თავიან გეგმებს მოსახლეობას „კარდაკარ“ აცნობენ.

შეზღუდვების პერიოდში აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები თითოეულმა მოქალაქემ დავიცვათ–აცხადებს არასათავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ–მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი. თუმცა გიორგი ანდღულაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების აკრძალვა შეუძლებელია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები საარჩევნო კამპანიის გამართვასაც შეეხება, მაშინ ქვეყანას არჩევნების გადადება იქამდე მოუწევს, სანამ საქართველოში ეპიდსიტუცია არ დასტაბილურდება.

“სახელმწიფო ორი არჩევანის წინაშე დგას. პირველი - უნდა ებრძოლოს ამ პანდემიას და მეორე - თანაბარ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კომპანია და მიცეს პარტიებს უფლება ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. თუ ჩვენ ავკრძალავთ პარტიებისა და კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებს, მაშინ პირდაპირ უარი უნდა ვთქვათ არჩევნებზე.“- ამბობს გია ანდღულაძე.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ, სახელმწიფომ შედარებით მსუბუქი რეგულაციები გამოსცა. ამ დროისათვის, რეკომენდაციების გამკაცრება არ იგეგმება და მხოლოდ მათ დაცვაზეა მკაცრი მოთხოვნები დაწესებული. რამდენად არის მზად ქვეყანა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად, ეს ცნობილი 31 ოქტომბრის შემდეგ გახდება.მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე
| Print |