გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში ცხრაწყაროს, აღმაშენებლის, დიდველის, ნადირთმშენის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, ზარზმა, ჭელა, ციხისუბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |