ნინოწმინდაში მიწისძვრა მოხდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 13 ნოემბერს, გამთენიისას, 03:18 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, 6კმ-ში, სოფელ სათხასთანაა.
| Print |
თეგები: მიწისძვრა /