გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ხორენია, მარტუნი, ახალქალაქში დავით აღმაშენებლის, აგამალიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |