რამდენიმე დღეა ახალციხის ცენტრალური ქუჩა გადათხრილია (ვიდეო)
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 30-ის მიმდებარედ, რამდენიმე დღეა გზა გადათხრილია. ადგილობირვი მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელი წყლის მილი 10 იანვარს დაზიანდა. მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო, რამდენიმე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება. 

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩაზე რამდენიმე რთული დაზიანებაა. მათი დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია. 

„დაზიანება იყო და გავაკეთეთ. რუსთაველის ქუჩაზე და გამსახურდიის ქუჩაზე გვაქვს დიდი პრობლემები. ქსელი არის ძალიან ძველი. ერთი და იგივე ადგილი ორჯერ გაივსო წყლით. ამიტომ ვაკვირდებით, რომ ორჯერ არ მოგვიწიოს თხრა“, - გვითხრა კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა ბესიკ ფილაურმა.


| Print |