ახალდაბაში, სეტყვამ საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. ძლიერი სეტყვა 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, განადგურებულია ნათესები და ხეხილი.
სიტუაციის შესასწავლად ადგილზე იმყოფება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მონიტორინგის სამსახური.