ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დილითი, ხანჩალი, კატნატუ, სათხა და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, ვალე და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ასპინძაში ვარძიის, ყაზბეგის, ხვილიშის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფელ ხიზაბრავაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |