"ყველა არცახისთვის" - სომხეთის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო
სომხურმა ფონდმა - "Hayastan All-Armenian fund" არცახის დასახმარებლად კამპანია - "ყველა არცახისთვის" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შემოწირულების გაღება ფონდის ვებ-გვერდზე - www.himnadram.org-ზეა შესაძლებელი.

ამ დროისათვის, ჩარიცხული თანხის ოდენობა 3 მილიონ დოლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
| Print |