ერევანში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სომხური კონიაკი აღარ გაიყიდება
სომხური ბრენდის მწარმოებლებმა ჯერ არ იციან, თუ რა სახელით გაყიდიან სახელგანთქმულ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც აქამდე მომხმარებლისთვის „კონიაკის“ სახელით იყო ცნობილი.

10 ივნისს ერევანში დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხური სასმელის მწარმოებლებმა დასახელებაში სიტყვა „კონიაკი“ 2032 წლიდან აღარ უნდა გამოიყენონ, სანაცვლოდ კი ისინი ევროკავშირისგან 3 მილიონ ევროს მიიღებენ. ამავე შეთანხმების მიხედვით, შუშხუნა ღვინის მწარმოებლებმა 4 წლის განმავლობაში უნდა თქვან უარი თავიანთი სასმელისთვის „შამპანურის“ დარქმევაზე.

ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სომხეთზე, რამდენადაც ამ ქვეყნის ექსპორტის 7,5 პროცენტს სპირტიანი ალკოჰოლური სასმელები შეადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარი, რომელზეც სომხური ბრენდის ექსპორტის 79 პროცენტი მოდის. იქ სომხურ სასმელს განსაკუთრებით აფასებენ ფასისა და ხარისხის შეფარდების გამო - დიდი ხნის დაძველების სომხური ბრენდი ფრანგულ ეკვივალენტზე 90 პროცენტით ნაკლები ღირს.

რუსეთში სიტყვა „ბრენდი“ პოპულარული არ არის და სომხეთის მწარმოებლები ახლა მსჯელობენ, თუ რა სახელით გავიდეს სასმელი ამ ბაზარზე.

სომხეთის წამყვანმა ბრენდებმა გასული კვირის განმავლობაში უკვე ამოიღეს სიტყვა „კონიაკი“ თავიანთი ვებსაიტებიდან, თუმცა რამდენიმე მცირე მწარმოებელი ამ ტერმინს ბრენდინგისას ახლაც იყენებს.

კონიაკი ბრენდის ნაირსახეობაა, რომელსაც სახელი დამზადების ადგილის მიხედვით ეწოდება. ევროკავშირი კრძალავს ტერმინ „კონიაკის“ გამოყენებას იმ სასმელებისათვის, რომლებიც კონიაკის რეგიონში არ იწარმოება.

სომხეთში ბრენდის მასობრივი წარმოება 1887 წელს დაიწყო. არარატის მთის მახლობლად მოწეული ყურძნისგან დამზადებულმა სასმელმა მალე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. სომხეთში ამბობენ, რომ ამ ქვეყანამ სიტყვა „კონიაკის“ გამოყენების უფლება 1902 წელს მოიპოვა, როდესაც მათმა სასმელმა პრესტიჟულ კონკურსში ფრანგულ მეტოქეს აჯობა. ამ ვერსიას ადასტურებს არაერთი ფრანგული და ინგლისურენოვანი წყარო, სადაც ნათქვამია, რომ ფრანგმა მსაჯებმა სასმელს კონიაკის ტიტული მიანიჭეს.

ერევნის კონიაკის ქარხანა — ალკოჰოლური სასმელების წარმოების წამყვანი საწარმო სომხეთში, 1887 წელს, პირველი გილდიის ვაჭრის ნერსეს ტაირიანცის მიერ დაარსდა.

1948 წელს ერევნის ღვინო-კონიაკის ქარხნის ერევენის ღვინის კომბინატად რეორგანიზაციის შემდეგ კონიაკის სპირტისა და კონიაკის წარმოების ცეხები გაერთიანდა დამოუკიდებელ ერევნის კონიაკის ქარხანაში.

1953 წელს ახალი შენობაში გადასვლიდან ერევნის კონიაკის ქარხნის დამოუკიდებელი ისტორია იწყება. 1953-91 წლებში ქარხანა სომხეთში კონიაკის წარმოების ერთადერთი მონოპოლისტი იყო. დანარჩენ ქარხნებში მხოლოდ კონიაკის გამოყვანასა და დაძველებას ახდენდნენ, რომლის კუპაჟს თავად ერევნის კონიაკის ქარხანა აწარმოებდა.

სწორედ ამ ქარხანაში მიმდინარეობდა ცნობილი სომხური კონიაკების ჩამოსხმა: ორდინარული (სამ-, ოთხ- და ხუთწლიანი) და სამარკო (”ნარჩევი”, ”საიუბილეო”, ”სომხეთი”, ”დვინი”, ”ერევანი”, ”საზეიმო”, ”ნაირი”, ”ვასპირაკანი” და ”ახტამარი”). 1991 წელს მონოპოლია კონიაკის წარმოებაზე ლიკვიდირებულ იქნა.

წლების განმავლობაში საფრანგეთი იმისთვის იბრძოდა, რომ კონიაკი მხოლოდ მის ტერიტორიაზე წარმოებულ ალკოჰოლურ სასმელს რქმეოდა. ბრენდ “კონიაკს” ფრანგული გეოგრაფიული სახელწოდების (АОС) სახით ევროკავშირი იცავს. თავის დროზე, ევროკავშირი რუსეთს დაჰპირდა, რომ ეკონომიკური სანქციების გრადუსს შეამცირებდა, თუ რუსეთი უარს იტყოდა კონიაკის და შამპანურის დასახელებებზე. ჩვენს შემთხვევაში ეს მოთხოვნა დოკუმენტშია ჩაწერილი და ამის სანაცვლოდ ევროპელები სომხეთს ახალ დასახელებაზე გადასვლისთვის საჭირო ტექნიკით და ფინანსებით დახმარებას ჰპირდებიან.

რა განსხვავებაა სომხურ კონიაკს და ფრანგულ ბრენდს შორის?

სადაო სახელწოდება “კონიაკი” სათავეს ფრანგული Cognac-იდან იღებს. ეს არის ძლიერი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც საფრანგეთის პუანტუ-შარანტის რეგიონში, იქ სადაც ცნობილი ქალაქი კონიაკია, ვაზის სპეციფიკური ჯიშისა და არანაკლებ სპეციფიკური ტექნოლოგიებით არის წარმოებული. ამასთანავე, სომხური კონიაკის წარმოების პროცესი თითქის არაფრით განსხვავდება კლასიკური ფრანგულისგან. თუმცა, სომხური კონიაკის დამზადების განსაკუთრებულობა წყალშია: თუ კლასიკურ ფრანგულ წარმოებაში მხოლოდ გამოხდილი წყალი გამოიყენება, სომხური კონიაკი წყაროს წყალზე მზადდება. ეს წყალი ძალიან ცოტა მარილებს შეიცავს, მაგრამ მაინც ხდება მისი მინერალიზაცია. ეს გამორიცხავს ბოთლში კალციუმის ნალექების მოხვედრას, რაც უზრუნველყოფს სასმელის ხანგრძლივ ვადიანობას.

მომზადებულია რადიო ,,თავისუფლება" -ს მასალის მიხედვით
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 7 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 19 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 12 °C
img
აბასთუმანი 5 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8002
EUR
EUR
1
2.8387
RUB
RUB
100
2.8423
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6710
კალენდარი
«« აპრილი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum marsbahis marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibom girişyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosbetebetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomsekabetkavbetbettiltjojobethttps://iaknambon.ac.id/media/agenda/default/marsbahisbetkanyonİmajbet GirişdinamobetmatbetsafirbetjojobetkralbetsafirbetsafirbetsafirbetholiganbetsafirbetsekabetsafirbetonwinsafirbetbetebetSahabetsafirbetsafirbetmatadorbetsafirbetgrandpashabetsafirbetnakitbahiscratosslotsafirbetpiabellacasinosafirbetmeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetsekabetjojobetgalabetnakitbahismeritkingbettiltsafirbetİmajbet Girişjojobetjojobetsafirbetmatbetsafirbetdinamobetsafirbetsafirbetcasibomsafirbetmobilbahissafirbetjojobetimajbetgalabetmatbetonwinqueenbetbetvoletumbettümbetbaywin girişbaywinpiabellacasinoholiganbetkingbettingcasibomtempobetbakırköy escortvbetparibahistrend topic satın aljojobetmariobetcasibomholiganbetholiganbet girişjojobetxslot