სასტუმრო ,,ტიფლისმა“ კიდევ ერთ საინფორმაციო ტურს უმასპინძლა (R)
სასტუმრო ,,ტიფლისმა“ და ტურისტულმა სააგენტომ ,,ოქეითრეველმა“, საინფორმაციო ტურის შემდეგ ხელშეკრულება გააფორმეს.

ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა უკრაინელ და რუს ტურისტებს სამცხე-ჯავახეთის კულტურული ძეგლები, ტრადიციები და მესხური კულინარია გააცნეს.

ხუთდღიანი საინფორმაციო ტურის ფარგლებში ტურისტებმა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ღირშესანიშნაოებები დაათვალიერეს. უკრაინელი ნატალია მენჩუკი საქართველოში პირველად არის. ამბობს, რომ თბილი ოდესას, ხოლო მთიანი ახალციხე - კარპატებს აგონებს.

ტიფლისში ჩამოსული რუსი ტურისტები აქცენტს ქართულ სტუმართმოყვარეობასა და სასტუმროს დიზაინზე აკეთებენ.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში ტურისტები ძირითადად კიევიდან, ოდესიდან, მოსკოვიდან, სანქტპეტერბურგიდან და როსტოვიდან ჩამოვიდნენ. Ok თრეველ ჯორჯიამ ტურისტებს სამცხე-ჯავახეთში ვარძია, ხერთვისის, თმოგვისა და ახალციხის ციხეები, უდე და ბორჯომი დაათვალიერებინა.

სასტუმრო ,,ტიფლისთან" ,,ოქეი თრეველი" ინდივიდუალური, ჯგუფური და პაკეტური ტურებით თანამშრომლობას წლის ბოლომდე გეგმავს.



| Print |