როგორ შევარჩიოთ მაცივრები (R)
თანამედროვე ყოფაცხოვრებაში მაცივრების როლის დაკნინება შეუძლებელია. მაცივარი საშუალებას გვაძლევს შევინახოთ საკვები პროდუქტები და მზა კერძები საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

როგორც მსხვილი, წამყვანი შოურუმები, ისე ინტერნეტ მაღაზიები, მომხმარებელს ძალიან ფართო არჩევანს სთავაზობენ, მათ მრავალფეროვნებაში ორიენტირება კი ფაქტიურად შეუძლებელია.

Isurve.ge მომხმარებელს საოჯახო ტექნიკის ამ მიმართულების ერთგვარ გზამკვლევს სთავაზობს, რომელიც არჩევანის გაკეთებაში ძალიან დაგეხმარებათ.
ჯამში ასეთი ტიპის მსხვილი საოჯახო ტექნიკა შესაძლებელია რამდენიმე პირობით კატეგორიად დაიყოს.

ერთკამერიანები - კომპრესორები, რომლებიც შედგებიან მხოლოდ ერთი განყოფილებისგან. ოპტიმალური ვარიანტია მცირე ოჯახებისთვის. იღება მხოლოდ ერთი კარი. ასეთი მოდელების უმრავლესობას საყინულის განყოფილება არ აქვს, და გვხვდებიან მხოლოდ პოპულარული მწარმოებლების ახალ თაობის ხაზებში.

• ორკამერიანები - წარმოადგენენ ოპტიმალური და ყველაზე გავრცელებულ მაცივრების ტიპს. ერთი კამერა ხშირად დათმობილია საყინულის განყოფილებისთვის. თუ ასეთი ფუნქცია ზედა კამერაზე არის გათვლილი, ეს ავტომატურად ზრდის მაცივრის ტევადობას, ხოლო საყინულის ქვედა ნაწილში განთავსება კი ბევრად უფრო ერგონომიულია ექსპლუატაციაში.

• Side-by-side მაცივრები ყურადღებას იქცევს თავისი ორიგნალური და კარგად ჩაფიქრებული დიზაინით. ასეთი მოწყობილობების კამერები ორი კარისგან შედგება. შეიძლება რამდენიმე განყოფილებაც კი იყოს პროდუქტების შენახვისთვის. სტანდარტული ვარიანტია - ორი ან სამი კამერა, თუმცა უფრო მრავალკამერიანებიც გვხვდება.

• მრავალკარიანი მაცივარი იდეალურად მიესადაგება დიდი რაოდენობის პროდუქტების შენახვის საჭიროებას. ასეთი მაცივარში შეგიძლიათ დაასორტიროთ საკვები ფართისა და განყოფილებების მიხედვით. ასევე ასეთ მოდელებში სპეციალურად არის ხოლმე გამოყოფილი ადგილი უახლესი (Fresh) ზონისთვის. ასეთი ზონა მეტი ერგონომიულობით გამოირჩევა და ელექტროენერგიაზე ფინანსების დაზოგვას უწყობს ხელს.

• ჩასაშენებელი მაცივრები კარგი გადაწყვეტილებაა შეზღუდული ფართის მქონე ადგილებისთვის. ასეთი ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ იკავებს ზედმეტ ადგილს და შეიძლება სამზარეულოს ავეჯის ერთ-ერთი კომპონენტიც გახდეს. იწარმოება უამრავ ფერთა გამაში, რომელთა შორის საჭიროა მხოლოდ სამზარეულოს დიზაინისთვის შესაფერისის შერჩევა.

• ღვინის მაცივრები იდეალურად უმკლავდებიან სხვადასხვა სახის სასმელების შენახვის საჭიროებას, თუმცა რა თქმა უნდა ღვინისთვის ყველაზე მეტა შეეფერებიან. ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა განსაზღვროთ რაციონალური ტემპერატურული რეჟიმი რომელიც საჭიროა კონკრეტული ტიპის ღვინის შენახვისთვის. ამ ტიპის ტექნიკის სხვადასხვა დიზაინერული ვარიანტები არსებობს.

• სამაცივრე კარადები ძირითადად გამოიყენება საწარმოო და ინდუსტრიული მიზნებისთვის. ძირითადად მათ ნახავთ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და სხვადასხვა საწარმოო დაწესებულებებში. ხასიათდებიან შედარებით მსხვილი გაბარიტებით და სტანდარტული დიზაინით, ასევე მეტი სიძლიერითა და ინტენსიური მოხმარებისა და რთული პირობებისადგმი მედეგობით.

• სასტუმროს ტიპის მაცივრები - ეს არის ყველასთვის ცნობილი მინი-ბარები, რომლის ხილვასაც ადამიანები სასტუმორების ნომრებში მიეჩვიენ. იწარმოება მცირე და კომპაქტური დიზაინერულ ვარიანტებში. გააჩნიათ ზომიერი სიმძლავრის მახასიათებლები, რომლების საკმარისია მცირე მოცულობის სასმელებისა და პროდუქტების შენახვისთვის.


მაცივრის შერჩევისას მნიშვნელოვანია რომ წინასწარ ჩამოყალიბდეთ ამ მოწყობილობის სასურველ ტიპზე. აუცილებელია ზუსტად სტრუქტურირებული გქონდეთ თუ გსურთ მაცივრისგან, მათ შორის მაცივრის სიმძლავრისა და ზომების კუთხით. სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას დროში გამოცდილი, ცნობილი მწარმოებლებისგან, რომლებმაც უკვე კარგად დაამახსოვრეს თავი მომხმარებლებს. ასევე აუცილებელია იცოდეთ გჭირდებათ თუ არა საყინულე განყოფილება.

კონკრეტული ნივთის შეძენამდე სანახავია მისი გაბარიტები. ამისთვის უნდა იცოდეთ თქვენი ოთახის ფართი და ასევე გათვალოთ ტექნიკის სიგანე და სიმაღლე, რომ იგი უპრობლემოდ მოთავსდეს მისთვის გამოყოფილ ადგილას. მაცივრის სიმაღლე მინიმუმ 5-6 სმ-ით ნაკლები მაინც უნდა იყოს ვიდრე იატაკიდან ჭერის სიმაღლეა.
| Print |
თეგები: მაცივრები / Isurve.ge /