„მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვის კურსზე’’ მიღება გამოცხადდა (R)
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN) ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან თანამშრომლობით მოიპოვა „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვის კურსის’’ განხორცილების უფლება, რაც გულისხმობს რომ პროგრამა არის სახელწიფოს მიერ აღიარებული და პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

პროგრამაზე დასწრების მსურველებმა 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია vet.emis.ge-ზე. დარეგისტრირებულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან მსმენელები (სულ 4). კურსის განხორციელდება 2020 წლის აგვისტო-ნოემბერში (სულ 13 კვირა)

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ადმინისტრაციას ფეისბუქ გვერდზე ან ელ-ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
| Print |