საქართველოში ამინდი გაუარესდება
26 აპრილიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. ასევე, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ახალციხეს - 26 აპრილს სინოტიკოსები მუნიციპალიტეტში უმეტესად მზიან და ნაწილობრივ წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა ღამით - 10, ხოლო დღისით 21 გრადუსი იქნება.

27 აპრილს ახალციხეში სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა კი 10 - დან 16 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

28 აპრილს ახალციხეში ცვალებადი მოღრუბლულობაა, ჰაერის ტემპერატურა კი 12 გრადუსიდან 20 გრადუსამდე გათბება.

| Print |