წვიმა, ქარი და სეტყვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალციხეში ოთხ მაისს ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება, ხუთ მაისს კი მაქსიმალური ტემპერატურა 13 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ორივე დღეს წვიმას პროგნოზირებენ.
| Print |