საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ახალციხეს - იწვიმებს ცხრა მაისს, 10-ში კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერაურა +18 გრადუსს მიაღწევს.

| Print |