ავტომობილის გამოყენება ფინანსურ სექტორში (R)
ცხოვრებაში ხშირია ისეთი მომენტები, როცა რაიმეს შეძენა გვსურს, თანხა გვჭირდება და ამისათვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნია. ბევრმა არ იცის, რომ ასეთ დროს შესაძლებელია ისარგებლოთ კუთვნილი ავტომობილით. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა არ გყავთ და მისი შეძენა გსურთ, ფინანსური ორგანიზაციები ამის საშუალებასაც გაძლევენ.

ავტო სესხი
თუ უკვე გყავთ ავტომობილი, გინდათ, რომ კიდევ ერთი შეიძინოთ და თანხა არ გყოფნით, ასეთ შემთხვევაში ავტო სესხით სარგებლობა შესანიშნავი ვარიანტია. ეს არის სესხი თქვენივე მანქანის უზრუნველყოფით ან იმ ავტომობილით, რომელსაც შეიძენთ. შესაბამისად, თუ თქვენ ვალდებულებით გათვალისწინებულ თანხას ვერ გადაიხდით, კრედიტორ კომპანიას ექნება იმის უფლება, რომ მანქანა ჩამოგართვათ და მისი რეალიზაცია დაიწყოს.

კრიტერიუმები, რომლებსაც ამ ტიპის სესხის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ:

• სტაბილური შემოსავალი - თქვენ ყოველთვიურად მოგიწევთ კრედიტის დაფარვა, ამიტომაც სტაბილური შემოსავალი მნიშვნელოვანია. თვის კონკრეტულ რიცხვში თანხის გადახდა გიწევთ და თუ ამას ვერ შეძლებთ, დაჯარიმდებით.

• ასაკი - ზოგიერთი კომპანია სესხებს გასცემს პირებზე, რომლებიც ითვლებიან სრულწლოვნებად (18 წელი), თუმცა ზოგიერთი ამ ტიპის სესხს 21 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებზე გასცემს.

სესხის მისაღებად საჭირო განაცხადის შევსება ორი გზითაა შესაძლებელი. შეგიძლიათ სპეციალური ანკეტა შეავსოთ სახლიდან გაუსვლელად - ინტერნეტის საშუალებით, ან მიაკითხოთ კონკრეტულ კომპანიას, სადაც მისი წარმომადგენლები დაგეხმარებიან. ანკეტაში უნდა შეიყვანოთ თქვენი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და ა.შ.

საბუთები, რომლებიც ავტო სესხის დასამტკიცებლად დაგჭირდებათ:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
• ავტომობილის ტექ. პასპორტი

მანქანის მდგომარეობას კომპანიის წარმომადგენელი ექსპერტები აფასებენ. ფასდება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა წლოვანება, არსებული მდგომარეობა, აქვს თუ არა მანქანას დაზიანებები და ა.შ.

სესხის დამტკიცების შემდეგ, დგინდება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც იხდით ძირეულ თანხას და შესაბამის პროცენტს. როგორც სხვა ტიპის სესხებით სარგებლობის შემთხვევაში, ავტო სესხის გამოყენების დროსაც შეგიძლიათ, რომ თანხა წინსწრებით დაფაროთ.

რა დროა საჭირო ავტო სესხის დასამტკიცებლად?

ამ ტიპის სერვისზე საქართველოში მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად, მომხმარებლების რაოდენობაც იმატებს. აქედან გამომდინარე, კომპანიები ცდილობენ, რომ პროცედურები გაამარტივონ და დრო დაზოგონ. საშუალოდ, სესხი 30 წუთში მტკიცდება, რაც ნამდვილად არ არის დიდი დრო ამ ტიპის პროცედურისათვის. ავტო სესხის მიღებისას, თქვენ არ გჭირდებათ მესამე პირი.

ავტო ლიზინგი

ავტო ლიზინგის სერვისი გულისხმობს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხა ავტომობილის შესაძენად. სესხის დაფარვა ყოველთვიურად მოგიწევთ, ამ პერიოდში კი შეგიძლიათ, რომ შეძენილი მანქანა მართოთ. ის, თუ რა ოდენობის იქნება კრედიტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წლოვანებისაა ავტომობილი, რა მდგომარეობაშია ის, რა მაკრაა და ა.შ. ამ დეტალებს ექსპერტები აფასებენ.

ავტო ლომბარდი

ამ ტიპის სესხი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ თქვენ იღებთ თანხას ნებისმიერი საჭიროებისათვის თქვენი ავტომობილის საშუალებით. შეგიძლიათ, სერვისის სარგებლობის პერიოდში მანქანა მართოთ, მაგრამ თუ კრედიტს ვერ დაფარავთ, მსესხებელს მისი ჩამორთმევის უფლება აქვს.

Avto lombardi სხვადასხვა შესაძლებლობებს იძლევა. სესხის პერიოდში, თუ ავტომობილს მართავთ, საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, მაგრამ თუ მას ავტოსადგომზე დააყენებთ, განაკვეთი მცირდება.

იმისათვის, რომ სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებები და პირობები ერთმანეთს შეადაროთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Finpanda. ეს პლატფორმა დაგეხმარებათ იმაში, რომ არჩევანი მარტივად გააკეთოთ, მიიღოთ თანხა, რომელსაც გამოიყენებთ თქვენი სურვილებისამებრ - პროდუქტების შესაძენად, როგორიცაა ტელევიზორი, მაცივარი ან თუნდაც მობილური ტელეფონები განვადებით.

| Print |