როგორ გავხადოთ აგრო პროდუქტი მოთხოვნადი? - რჩევა (R)
იმისთვის, რომ აგრო პროდუქტი ბაზარზე მოთხოვნადი იყოს, ფერმერებს უამრავი საფეხურის გავლა უწევთ. სამუშაოები მიწის დამუშავებით იწყება და ნიადაგში შხამ ქიმიკატების და პესტიციდების შეტანით გრძელდება. ფერმერთა უმრავლესობა საკუთარი ძალებით ცდილობს გაუმკლავდეს ურთულეს ტექნიკურ სამუშაოებს.

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მეწარმეებს ხშირად უხდებათ სამუშაო ტექნიკის დაქირავება ან თხოვება, რადგან შესაძენად თანხა არ ჰყოფნით.

თანამედროვე ცხოვრებამ ყველა სფეროს გაუმარტივა მუშაობა, მათ შორის ფერმერებსაც. ახლა ნებისმიერ ფერმერს შეუძლია აგრო განვადებით შეიძინოს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო შხამქიმიკატები, ტექნიკა და აგრო მასალები, გადასახადები კი მათი საქმიანობის სეზონურობიდან გამომდინარე დაფარონ.

აგრო სესხისა და განვადების ყველაზე მარტივი და მოქნილი სისტემა დღეს კრედო ბანკს აქვს. აქ შესაძლებელია მიიღოთ:
  • მარტივი და მოქნილი მომსახურება
  • განვადებით სარგებლობა ნებისმიერი ტიპის შემოსავლის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი ბანკში არ გერიცხებათ და ხელზე იღებთ
  • გადახდის სეზონური, შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი

კრედო ბანკს მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი პარტნიორი მაღაზია და აგრო ობიექტი ჰყავს, სადაც შესაძლებელია განვადებით შეიძინოთ სასურველი ბრენდის ტექნიკა და საშუალებები განვადების საუკეთესო პირობებით.

დეტალების გაცნობა შესაძლებელია კრედო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე www.credobank.ge

| Print |