გადავწყვიტე ბიზნესი დამეწყო (R)
პანდემიის დროს სამსახური დავკარგე და თითქმის ერთი წელი უშედეგოდ ვეძებდი, სანამ ერთ დღესაც თავში გენიალურმა აზრმა არ გამიელვა.

ყველაფერი ასე დაიწყო:

პარასკევი იყო საღამო, როცა მორიგი უშედეგო გასაუბრებიდან დავბრუნდი. არავისთან არ მსურდა საუბარი და პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი. დაღლილი წამოვწექი და სასოწარკვეთილ ფიქრებს მივანდვე თავი.

პირველ რიგში ჩემი უზრუნველი ბავშვობა და სოფელში გატარებული ოქროს წლები გამახსენდა. ბებო, რომელიც მუდამ სამზარეულოში ფუსფუსებდა და გემრიელ ხაჭაპურებს მიცხობდა... და ჰოპ განათდა.

მოდი ბიზნესს დავიწყებ! ჩავალ სოფელში, გავაკეთებ ფრინველების ფერმას და ზუსტად ისეთ გემრიელი ქათმების გაყიდვას დავიწყებ, როგორსაც ბავშვობაში ბებო მიკეთებდა.

უკვე მანქანის გასაღებს ვეძებდი და გამახსენდა, რომ ფული არ მაქვს. უკანასკნელი 10 ლარით საწვავი ჩავასხი. მერე ჩემი ბავშვობის მეგობარი ნოდო გამახსენდა, რომელმაც ახლახან კრედო ბანკში დაიწყო მუშაობა და ვიფიქრე, რომ დახმარებას შეძლებდა.

მეორე დილით ნოდოსთან წავედი. ნოდომ შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ მომიყვა და აღმოჩნდა, რომ შეთავაზება ფრინველების ფერმასაც მოიცავდა. სესხის თანხა - 5,000 -დან იწყება, სესხის ვადა - 120 თვემდე, საშეღავათო პერიოდს მოიცავს და 22 თვემდე სეზონურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკი აქვს. ზუსტად მაწყობდა.

აგრო კრედიტი მალევე დამიმტკიცეს და იმ დღესვე გავიქეცი სოფელში ჩემი იდეის განსახორციელებლად. სოფელს მარტივად შევეჩვიე, ქათმების მოვლა კი ცოტა გამიჭირდა, თუმცა ყველაფერი დაძლევადია.

მოკლედ,თუ რამის დაწყება გსურს და თავს იკავებთ, არ დანებდეთ სცადეთ თქვენც, ისარგებლეთ ფინანსურის შემოთავაზებით, როგორც მე კრედო ბანკის სესხით და აუცილებად გაგიმართლებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კრედო ბანკის ვებ გვერდს: www.credobank.ge
| Print |